ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, იტალიაში ქართველებისთვის გახსნილ საარჩევნო უბნებზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" იმარჯვებს.
რომში შედეგები ამჟამინდელი მონაცემებით ასე ნაწილდება:
· "ნაციონალური მოძრაობა" - 49.41%
· "ქართული ოცნება" - 31.07%
ქალაქ ბარში:
· "ნაციონალური მოძრაობა" - 71.14%
· "ქართული ოცნება" - 12.69%
"ნაციონალური მოძრაობა" იმარჯვებს საბერძნეთშიც. ათენის საარჩევნო უბნის მონაცემები ასეთია.
· "ნაციონალური მოძრაობა" - 57.49%
· "ქართული ოცნება" - 27.68%
"ენმ" უცხოეთში გახსნილ სხვა უბნებზეც ლიდერობს. ეს ქვეყნებია - ავსტრია, აშშ (ვაშინგტონის საარჩევნო უბანი), ბელგია, გერმანია, თურქეთი, ირლანდია, კანადა, კვიპროსი, ნიდერლანდები, პოლონეთი, სომხეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, უკრაინა, შვედეთი.
მასალის გამოყენების პირობები






