როგორც ირკვევა, აღნიშნულ უბანზე ამომრჩევლების რაოდენობასთან შეფარდებით ბიულეტინი 28-ით მეტი აღმოჩნდა.
კომისიის წევრის ლიანა არველაძის განცხადებით, შეცდომა ჩანაწერთა წიგნში დაუშვეს:
"აღმოჩნდა 28 ბიულეტენი ზედმეტი და ჩვენ დიდი ეჭვი გვაქვს, ეჭვი კი არა, თითქმის დადასტურებით შეგვიძლია გითხრათ, რომ შეგვეშალა. შემაჯამებელი ოქმი არ გვაქვს ჯერ, საიდან დავწერდით," - განაცხადა ლიანა არველაძემ.
"ნაციონალური მოძრაობიდან" უმაღლესი საბჭოს საარჩევნო კომისიის წევრის კახა ჯაიანის თქმით, ხმებს უკვე მეექვსედ ითვლიან.
"მოსული ამომრჩევლების რაოდენობა არ ემთხვევა ბიულეტენების რაოდენობას. მოსული იყო პირობითად 1000 ამომრჩეველი და საარჩევნო ბიულეტენში აღმოჩნდა 1030 ბიულეტენი. მეექვსეჯერ ითვლიან ამ საარჩევნო უბანზე და ვაკვირდებით, ეგება რაღაც აღმოაჩინონ საარჩევნო ბიულეტენი სადღაც" - განაცხადა ჯაიანმა
მასალის გამოყენების პირობები






