ამ სურათით არჩევნების ლეგიტიმურობას ექმნება სერიოზული საფრთხე -კაპანაძე
პოლიტიკა - 10:46, 01 Nov, 2020     659
„დღეს ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ვხედავდით როგორ მიმდინარეობდა არჩევნები, როგორი ტიპის დარღვევები იყო. მთელი საარჩევნო დღის განმავლობაში დაწყებული მოსყიდვით, გაგრძელებული დაშინებით, უბანზე დარღვევებით, მათ შორის ხმის მიცემით ისე, რომ დაკვირვების ქვეშ იყვნენ ამომრჩევლები ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან, ვნახეთ პირდაპირ ფულის დარიგებები და ძირს დაყრილი ბიულეტენები და ბევრი სხვა ტიპის დარღვევა, მათ შორის იარაღიც საარჩევნო უბნებთან, მაგრამ ეხლა ეს ყველაფერი გვირგვინდება იმით, რომ გავიდა რამდენიმე საათი საარჩევნო დღის დამთავრებიდან, 7 საათია გასული და ჯერ წინასწარი შედეგები არ არის გამოქვეყნებული და არავის არ აქვს ინფორმაცია, თუ ვის რამდენი ხმა აქვს.

ასევე აშკარად ვხედავთ, რომ ცესკო აქვეყნებს ინფორმაციას, რომელიც აწყობს ქართულ ოცნებას, ანუ იმ უბნების მონაცემებს, სადაც ქართული ოცნება არის წინ და არა იმ ოლქების ინფორმაციას, სადაც ვიცით, რომ იქნება მეორე ტურები.

ეს ყველაფერი გვაფიქრებინებს, რომ მათი მხრიდან არის მცდელობა მოახდინონ მანიპულაცია და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა თითოეულ უბანზე თითოეული ხმა იყოს დაცული.

ქართულ ოცნებას არ დავაშვებინებთ, რომ გააყალბოს ხმები და ამ სურათით არჩევნების ლეგიტიმურობას ექმნება სერიოზული საფრთხე.“ - განაცხადა კაპანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42