ბოკერია: მოვუწოდებ ამომრჩეველს, II ტურში ივანიშვილის წინააღმდეგ ზოდელავას დაუჭირონ მხარი
პოლიტიკა - 01:24, 01 Nov, 2020     2296

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ფოთში, სავარაუდოდ, მეორე ტურში მათი პარტია მხარს დაუჭერს ყველას, ვინც ივანიშვილის კანდიდატის წინააღმდეგ იბრძოლებს.

ქვეყნის მასშტაბით, ჩვენი მონაცემებით, დასტურდება, რაც ეგზიტპოლების დიდ ნაწილში იყო - ვერ მიიღო მართვის მანდატი ივანიშვილმა საქართველოს საზოგადოებისგან. ჩვენი მოქალაქეების დიდმა ნაწილმა ხმა მისცა ამ ხელისუფლების შეცვლას. მაგრამ, სამწუხაროდ, ამის გაფორმებას დასჭირდება მეორე ტურები ბევრ ოლქში, მათ შორის, იმ ოლქში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით. ჩვენი მონაცემებით, ამ ოლქში მეორე ტურში ივანიშვილის წარმომადგენელ ხახუბიასთან ერთად იქნება ჩვენი კონკურენტი პარტიის, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ზოდელავა. ევროპული საქართველო ყველგან და აქაც, პირადად მეც, მოვუწოდებ ამომრჩეველს, რომ ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, ამ შემთხვევაში, ჩვენს კონკურენტს დაუჭირონ მხარი.

აქვე უნდა გავახსენო ყველას, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდა, როგორი სწორი იყო ჩვენი გეგმა ერთიან მაჟორიტარებზე შეჯერებისა და რამდენად უპასუხისმგებლო იყო სააკაშვილის გარემოცვისგან ამის ჩაშლა, როგორი უგუნურება იყო ზოგიერთი სხვა ოპოზიციური პარტიისგან ამაში არმონაწილეობა. მაგრამ, ეს არის წარსული, საიდანაც დასკვნა უნდა გამოვიტანოთ. ახლა უნდა გავაფორმოთ ის გადაწყვეტილება, რაც ქვეყანაში მიიღო საზოგადოებამ, რომ არ მისცა მანდატი ივანიშვილის ხელისუფლებას. ეს უნდა გავაფორმოთ მეორე ტურებში, მიუხედავად ამ აბსოლუტურად არანორმალური საარჩევნო გარემოსი - მოსყიდვა, ძალადობა და დაშინება საერთო ჯამში იყო და არის ივანიშვილის რეჟიმის ხელწერა" - განაცხადა ბოკერიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42