მიუხედავად მრავალი ზეწოლის და ძალადობის ფაქტების, ამომრჩეველთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ცვლილებებს ამ ქვეყანაში - ბოკერია
პოლიტიკა - 01:15, 01 Nov, 2020     962

ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატის ფოთის, ხობისა და სენაკის ოქლში, გიგა ბოკერიას თქმით, მიუხედავა ძალადობის, მოსყიდვისა დ აზეწოლის გაქტების, ამომრჩეველთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ქვეყანაში ცვლილებებს.

ბოკერიამ ასევე აღნიშნა, რომ დიდი ალბათობით ფოთში, ხობსა და სენაკში მეორე ტური იქნება, სადაც ერთმანეთის კონკურენტები ოცნების კანდიდატი და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები იქნებიან. ბოკერიამ აღნიშნა, რომ როგორც ის, ასევე ევროპული საქართველო მთელი ქვეყნის მასშტაბით მოუწოდებს ამომრჩეველს, რომ ხმა მისცენ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.

„ყველა წინასწარი მონაცემით რაც ჩვენ გვაქვს დასტურდება ის სურათი, რაც ლეგიტიმურ ეგზიტ-პოლებში იყო, ჩვენს მიერ სანდო ეგზიტ-პოლებში, ივანიშვილის ხელისუფლებამ, ქართულმა ოცნებამ ვერ მიიღო მანდატი ქართველის ხალხისაგან ქვეყნის მართვაზე, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობამ მიუხედავად ძალადობისა, მოსყიდვისა და ზეწოლის, რომელიც იყო მთელი ამ საარჩევნო კიამპანიის დროს და დღესაც მიმდინარეოდბა საგანგაშო ფორმით,მაინც ხმა მისცა ცვლილებებს ამ ქვეყანაში, ეს არის უკვე შემდგარი ფაქტი.

სამწუხაროდ, საბოლოო შედეგი მანდატების გადანაწილების გადაწყდება მეორე ტურში და ესეც ფაქტია, აქ, იმ ოლქში, სადაც მე ვიყრი კენჭს, დიდი ალბათობით იქნება მეორე ტური და დიდი ალბათობით ამ მეორე ტურში ოცნების კანდიდატთან, ბატონ ხახუბიასთან ერთად იქნება ჩემი კონკურენტი, ბატონი ზოდელავა და მე რათქმაუნდა, ისევე როგორც ყველგან საქართველოში, ევროპული საქართველო ყოველთვის მოვუწოდებთ ჩვენ ამომრჩეველს, რომ ხმა მისცენ ივანიშვილის წინააღმდეგ მეორე ტურში, ჩვენი კონკრენტების, ამ შემთხვევაში ბატონი ზოდელავას სასარგებლოდ, მაგრამ ეს ვითარება კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ როგორი სწორი და მნიშვნელოვანი იყო ის გეგმა, რაც ქონდა ევროპულ საქართველოს, საერთო მაჟორიტარების შეჯერებაზე და როგორი უპასუხისმგებლო იყო სააკაშვილის და მისი გარემოცვის მხრიდან ამ გეგმის ჩაშლა და როგორი უგუნურობა იყო სხვა პოლიტიკური ძალებისაგან ამაში არ მონაწილეობა.

მეორე ტურები იქნება და ამ მეორე ტურეში ყველამ უნდა მივცეთ ხმა ივანიშვილის ხელისუფლების, მისი გარემოცვის, მისი რეჟიმის წინააღმდეგ.

ვიმეორებ კიდევ ერთხელ, რომ საერთო სურათი უკვე არის, რომ ივანიშვილს არ აქვს ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მხრიდან მანდატი, რომ მართოს ქვეყანა და ეს ამბავი უნდა გაფორმდეს მეორე ტურში.“ - განაცხადა ბოკერიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42