კობახიძის თქმით, როგორც ჩანს ქართულ ოცნებაში ზედმეტად გადაეღალათ გონება. ბაქრაძემ აღნიშნა, რომ 8 საათის შემდეგ მათ ექნებათ დასვენების საშუალება.
„მინდა გამოვეხმაურო ქართული ოცნების ბრიფინგს და იმ ბრალდებას, რომელიც მივისმინეთ ევროპული საქართველოს მისამართით.
დიახ, ქართულმა ოცნებამ გაშიფრა ჩვენი ჩანაფიქრი, ჩვენ ჩამოყვანილი გვყავს რამდენიმე ასეულ ათასი მოქალაქე ისლანდიიდან, ახალი ზელანდიიდან და სხვა ქვეყნებიდან, აქამდე დამალული გვყავს საიდუმლო საცავში და ზუსტად 8 საათზე გავხსნით საცავის კარს და ამ ადამიანებს მივუშვებთ უბნებთან, რათა როგები შეიქმნას ხელოსვნურად.
როგორც ჩანს ძალიან გადაეღალათ გონება ქართულ ოცნებაში და დღეს 8 საათის შემდეგ ექნებათ დასვენების საშუალება.
ამიტომ, თითოეულ მოქალაქეს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ მოვიდნენ არჩევნებზე და ეს დაპირისპირება და მუდმივი დაშინება დღეს 8 საათზე უნდა დაასრულონ და ხვალიდან ერთად ვიცხოვროთ ახალ საქართველოში, ახალი შესაძლებლობებითა და პერსპექტივით. გისურვებთ ცვლილებებს.“ - განაცხადა ბაქრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






