ყველა დარღვევა მიუთითებს ხელისუფლების აგონიაზე - კაპანაძე
პოლიტიკა - 18:48, 31 Oct, 2020     895

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის თქმით, საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას გამოვლინდა მრავალი დარღვევა.

კაპანაძემ აღნიშნა, რომ დედოფლისწყაროს მე-18 საარჩევნო უბაზე მოქალაქეები ხმას აძლევდნენ კაბინის გარეთ, რეგისტრატორების დაკვირვების ქვეშ. კაპანაძემ ასევე ყურადღება გაამახვილა დედოფლისყრაოს მე-10 საარჩვნო უბნის დარღვევაზე, სადაც მოქალაქეს ფული გადაუხადეს იმის სანაცვლოდ, რომ მას სახელისუფლებლო პარტიისთვის მიეცა ხმა.

კაპანაძემ აღნიშნა, რომ მიუხედავად მრავალი დარღვევისა, ამომრჩეველთა აქტივობა არის ერთადერთი გზა, რათა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება დამარცხდეს.

„არჩევნების დასრულებამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა და პრაქტიკულად ეს ნიშნავს, რომ სწორედ ეს დრო დარჩა მანამ სანამ ქართული ოცნება არის ხელისუფლებაში. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით ისინი ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან, მათ შანსი არ აქვთ, რომ 40%-მდე მივიდეთ და ახლა ცდილობენ, რომ მთელი მათი ადმინისტრაციული რესურსი და სხვა რესუსრი გამოიყენონ, რომ მიიყვანონ თავიანთი ამომრჩევლები ზეწოლითა და დაშინებით.

ამომჩევლების აქტიურობა არის გარანტია იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი დამარცხდება და ის ვერაფერს ცუდს ვერ მოახერხებს პირველი ტურიდან მეორე ტურამდე.

მინდა ხაზი გავუსვა იმ დარღვევებს, რომლებსაც ადგილი ჰქონდა მთელი დღის განმავლობაში და რომელთაც ვადევნებთ თვალს. ვნახეთ ძალადობა, ზეწოლა, გლდანში ჩვენ წარმომადგენელს, ქალბატონს, იარაღი დაადეს მუცელზე დაშინების გზით. ეს არის აგონია ხელისუფლების მხრიდან.

ჩვენ გვაქვს 2 მასალა, რაც აჩვენებს იმას, თუ როგორ ჩააფლავეს არჩევნებიც პრაქტიკულად, მაგრამ თვითონ მარცხდებიან ამ არჩევნებში.

დედოფლისწყაროში, მე-18 უბანზე, ადამიანები ხმას აძლევენ კაბინის გარეთ, იქვე რეგისტრატორთან და სავარაუდოდ ჩანს, რომ ისინი ხაზავენ 41-ს დაკვირვების ქვეშ. ეს არის ღია და უმძიმესი დარღვევა და ჩვენ მოვითხოვთ, რომ შესაბამისი რეაგირება ჰქონდეს ამ ფაქტს.

დღეს ჩვენ ასევე გვქონდა შემთხვევები, თუ როგორ არიგებდნენ ფულს, ეს იყო გორში, მთაწმინდაზე და ახლა არის ასეთი შემთხვევა დედოფლისწყაროს მე-10 უბნიდან, სადაც ჩვენი ერთ-ერთი წარმომადგენელი პირდაპირ ეუბნება ამ ადამიანს თუ რა ფულია ეს და მან უპასუხა, რომ ქართულმა ოცნებამ მისცმა მას ეს ფული ხმის სანაცვლოდ.

ჩვენ დღეს დავინახეთ, რომ ასეთი ტიპის დარღვევები ძალიან ბევრია, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ფაქტებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე, თუმცა ამომრჩეველთა აქტიურობა არის იმის გარანტია, რომ ბიძინა ივანიშვილი დამარცხდება ამ არჩევნებში.“ - განაცხადა კაპანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42