„ძალადობა მხარდამჭერებზე, ამომრჩევლის მოსყიდვის პირდაპირ მოსყიდვის ფაქტები და სამართალდამცავების უმოქმედობა - ეს არისსაარჩევნო მოროდიორობა," - გიორგი ვაშაძე
პოლიტიკა - 18:17, 31 Oct, 2020     865
„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, არჩევნები კატასტროფული დარღვევებით მიმდინარეობს და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მოუწოდებს „ქართულ ოცნებას" დაუყოვნებლივ მიეცეს მკაცრი გაფრთხილება. ვაშაძე საარჩევნო უბნებთან შექმნილ მდგომარეობას „საარჩევნო მოროდიორობას" უწოდებს და სამართალდამცავ უწყებებს უმოქმედობაში ადანაშაულებს და შესაბამის ვიდეომასალებს ასაჯაროებს. პოლიტიკური მოძრაობის ლიდერი პოლიციელების მხრიდან გადამეტებულ ქმედებებსა და „ქართული ოცნების" მიერ ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებზე დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიმდინარე არჩევენებს შესაბასი შეფასება მოჰყვება ამომრჩევლის მხრიდან.



„სამწუხაროდ არჩევნები დარღვევებით მიმდინარეობს. მოვუწოდებ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, დაუყოვნებლივ მივცეთ გაფრთხილება„ქართული ოცნების" წარმომადგენლებს. ეს არის საარჩევნო მოროდიორობა, რაც ხდება საარჩევნო უბნებთან, მობილიზებული ადამიანები, რომლებიც პირდაპირ კონვერტებით არიგებენ ფულს. ჩვენს ხელთ არსებულ ვიდეოზე აღბეჭდილია ჩვენს მხარდამჭერებზე თავდასხმა, იქვე დგას პოლიციელი, რომელიც ყოველგვარი რეაგირების გარეშე ტოვებს კონფლიქტის ადგილს. მოვუწოდებ ცესკო-ს გამოაქვეყნოს საარჩევნო კოდექსის 47-ე პუნქტი, სადაც მკაფიოდ აღნიშნულია, რომ 25 მეტრის შემდგომ დისტანციაში შესაძლებელია ამომრჩეველთან კომუნიკაცია. ჩვენ ამას გვიშლიან, მაშინ როცა, „ქართული ოცნების" წარმომადგენლები პირდაპირ უბანზე ფულს არიგებენ. ჩვენ ვიცავთ ამკანონს და ამაზე მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას! ჩვენს ხელთ არსებობს მეორე ვიდეო, სადაც პირდაპირ არის დაფიქსირებული ფულის გადაცემის ფაქტები, როგორ ანაწილებენ ფულს, ფულს იღებს ადამიანი, შემდგომ მიდის საარჩევნო რიგში, ჩანს მანქანა, სადაც ნაწილდება კონვერტებით თანხები და პირდაპირ იქვე ითვლიან, ვის რამდენი გადასცეს ფული.

კიდევ ერთხელ ვაცხადებ ამის დაშვება არ შეიძლება. ესარ არის არჩევნები, ეს არის უბრალოდ ამომრჩევლის ფულით ყიდვა საარჩევნო უბანზე, სრულიად დაუფარავად და ეს ხდება თითქმის ყველგან. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომ დააკვირდნენ „ქართული ოცნების" წარმომადგენლებს და აღიკვეთოს ეს ფაქტები, ეს არ არის არჩევნები და შედეგები ვერ მიიღება. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ამომრჩეველს მოდით არჩევნებზე, მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში, მაქსიმალურად გააქტიურდით იმისათვის, რომ თქვენი ხმა აისახოს საარჩევნო შედეგებში. დღეს საქართველომ დიდი გამარჯვება უნდა იზეიმოს და ამ გამარჯვებისთვის აუცილებელია, რომ თქვენ მიიღოთ არჩევნებში მონაწილეობა. იმ ძალადობას, რაც ხდება საარჩევნო უბნებთან არ მიაქციოთ ყურადღება და ხმა მიეცით აღმშენებელობას. მობილიზებული არიან ჩვენი მხარდამჭერები და თუ სადმე დახმარება დაგჭირდებათ აუცილებლად მყისიერ რეაგირებას მოვახდენთ. დღეს რაც ხდება ეს არ არის ნორმალური საარჩევნო პროცესი და ამას ექნება შესაბამისი შეფასება, მივმართავ „ქართულ ოცნებას" აიღეთ ხელი ძალადობისგან, ფულის დარიგებისგან და მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ მოახდინეთ მყისიერი რეაგირება ყველა დარღვევებზე," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42