"ლელო" ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა საარჩევნო ოლქში არსებულ დარღვევებზე საუბრობს
პოლიტიკა - 17:29, 31 Oct, 2020     949
„ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა პარტიის ცენტრალურ ოფისში საგანგებო ბრიფინგი გამართა და 12 საათიდან 14:00 საათამდე სხვადასხვა საარჩევნო ოლქში არსებულ დარღვევებზე ისაუბრა.


დათუნაშვილის თქმით, დროის ამ მონაკვეთში გამოვლინდა დარღვევის 14 ფაქტი, რომლიდანაც უმრავლესობა მოდის „ქართული ოცნების" მხრიდან. დათუნაშვილმა ამომრჩევლებს დემოკრატიული არჩევანისკენ მოუწოდა. მისი თქმით, აუცილებელია ახალ ძალას და იმედს მისცენ ხმა. დღევანდელი არჩევნები კი ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდება.

„12:00 საათიდან ამ მომენტამდე 14-მდე დარღვევა დავაფიქსირეთ. ძირითადი აქცენტი მინდა გავაკეთო ამომრჩევლის მოსყიდვისა და მათი არჩევანზე ზეგავლენის ფაქტებზე. მასობრივად ხდება ასეთი შემთხვევები,"-განაცხადა თაზო დათუნაშვილმა და პარტიის ხელთ არსებული დარღვევები გაასაჯაროვა.

1. საბურთალოს #40 უბანი - უცნობმა პირმა, რომელიც არც კომისიის წევრია და არც დამკვირვებელი, აიღო სია უბნის ტერიტორიიდან, მაგიდიდან და გაიტანა გარეთ.

2. საბურთალოს #31 უბანზე - პირი დარეგისტრირდა წარმომადგენლად და უბნის მახლობლად 60 მეტრიანი რადიუსის დარღვევით ეწევა ოცნების სასარგებლო აგიტაციას.

3. კასპის #1 უბანზე ხმა მისცა პიროვნებამ, რომელიც გადასატანი ყუთის სიაში ფიქსირდებოდა.

4. რუსთავის #55 უბანზე არ ხდება ამომრჩევლის იდენტიფიცირება, კერძოდ, კომისიის წევრი, ვინც ამოწმებს პირადობის მოწმობას, არ სთხოვს ამომრჩეველს პირბადის დროებით მოხსნას იდენტიფიცირებისთვის.

5. ქედის #3 უბანი, სოფელი ბორცვა - ადამიანებს აქვთ დასურათებული ამომრჩეველთა სიები, რომლებიც ძალიან ჰგავს სამაგიდო სიებს, ამ სიების მიხედვით გარკვეული პირები ახდენენ ამომრჩევლის იდენტიფიცირებას.

6. ხულოში - სოფელ ზემო ვაშლოვანის უბანზე წარმომადგენელი ოცნებიდან ფოტოს უღებს ყველა ადამიანს, ვინც გამოცხადდება საარჩევნო უბანზე.

7. ოზურგეთის #11 უბანზე, სოფელ ლაითურში, თავგასულობის ახალი სიმაღლე დაგვანახეს - უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ოცნების კოორდინატორები პირდაპირ და ღიად არიგებენ ფულს ხმების სანაცვლოდ.

8. ჭიათურაში #53 - სოფელ წასში და #31 სოფელ დარკვეთის საარჩევნო უბანთან, უბნის მახლობლად გაჩერებულია ოცნების წარმომადგენლების მანქანები, გაჰყავთ გვერდზე ადგილზე მისული ამომრჩეველი და სავარაუდოდ არიგებენ ფულს.

9. მთაწმინდის #16, 10 და 23 უბნებზე - უბნების წინ ქართული ოცნების წარმომადგენლები დგანან დასურათებული სიებით და ინიშნავენ მომსვლელებს, ხოლო #12 უბანზე ფოტოებს უღებენ უბნის შესასვლელთან ამომრჩევლებს. სიები შეიცავს პირად ინფორმაციას.

10. ხარაგაულის #36 უბანთან, სოფელ ისრალში, აიპის თანამშრომელი გიორგი ჭიპაშვილი და ქართული ოცნების წარმომადგენელი თემურ ჭიპაშვილი მოუწოდებენ ამომრჩეველს უბანთან, რომ ფოტოები გადაუღონ შემოხაზულ ბიულეტენს და აჩვენონ მათ.

11. ფოთის #1 უბანი - ფიქსირდება სავარაუდო კარუსელის ფაქტი, ლელოს მხარდამჭერები, ერთი ოჯახიდან 4 ადამიანი გამოცხადდა უბანზე და მათ ადგილას სიაში უკვე ხელი მოწერილი დახვდათ ოთხივეს შემთხვევაში.

12. ქუთაისის #74 უბანზე, დეზინფექციის მიზნით, დროებით შეწყდა კენჭისყრის პროცესი. ამ დროს კენჭისყრის დარბაზში დარჩა მხოლოდ დამლაგებელი, ყოველგვარი მეთვალყურეობის გარეშე. მცირე დროის შემდეგ კენჭისყრის პროცესი გაგრძელდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42