ვიქტორ ყიფიანი და დავით ძიძიგური თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ თსუ-სთან აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის უნივერსიტეტის მედლებით დააჯილდოვა
პოლიტიკა - 23:00, 30 Oct, 2020     1153

იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“-ს (https://mkdlaw.ge) უფროსი პარტნიორი დავით ძიძიგური და ამავე ფირმის უფროსი პარტნიორი, ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ გამგეობის თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ თსუ-სთან აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის უნივერსიტეტის მედლებით დააჯილდოვა.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, წლების განმავლობაში ამ ფირმის ბაზაზე ფუნქციონირებს კლინიკა, სადაც ჩვენი სტუდენტები სტაჟირებას გადიან, წარმატებულები კი იღებენ „ემ ქეი დის“ სტიპენდიას. ეს არი საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება სახელმწიფო უნივერსიტეტმა ითანამშრომლოს კერძო სექტორთან. ამ ფირმის ხელმძღვანელები, ჩვენი კურსდამთავრებულები დავაჯილდოვეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი არ წყვეტენ კავშირს ალმა მატერთან, რათა მაქსიმალურად დაეხმარონ იმ უნივერსიტეტს და დარგის განვითარებას, სადაც მიიღეს განათლება.“

კომპანია „ემ ქეი დი“ უმაღლესი იურიდიული განათლების აქტიური მხარდამჭერია და მას მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტთან. ფაკულტეტის დეკანმა თამარ ზარანდიამ მადლობა გადაუხადა ვიქტორ ყიფიანსა და დავით ძიძიგურს პარტნიორობისთვის. „დიდი ხანია „ემ ქეი დი“ იურიდიული განათლების ძალიან აქტიური მხარდამჭერია. ეს იყო პირველი იურიდიული ფირმა, რომელმაც ჩვენი სტუდენტებისთვის დააწესა სტიპენდია. ასევე მათი გვერდში დგომით გამოვიდა სტუდენტური ჟურნალიკერძო სამართლის მიმოხილვა.ძალიან ბევრი სხვადასხვა აქტივობა განხორციელდა მათი მხარდაჭერით,“- აღნიშნა თამარ ზარანდიამ.

„ემ ქეი დი“-ს უფროსმა პარტნიორებმა დავით ძიძიგურმა და ვიქტორ ყიფიანმა მადლობა გადაუხადეს უნივერსიტეტს მათი საქმიანობის დაფასებისთვის. „ბოლო ათი წელია, ჩვენთან ფუნქციონირებს იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო კლინიკა, რომლის მთავარი მიზანია განათლების მხარდაჭერა, იურიდიული პროფესიის პოპულარიზაცია და, ასევე, კურსდამთავრებულების ხელშეწყობა, რათა მათ გარკვეული ადაპტაცია გაიარონ და პრაქტიკაში გაუმკლავდნენ იმ გამოწვევებს, რაც ჩვენს საქმიანობას, კერძოდ საკონსულტაციო ბიზნესს ახასიათებს,“- აღნიშნა დავით ძიძიგურმა. მადლიერების გრძნობით მინდა აღვნიშნო უნივერსიტეტის ჩვენდამი ასეთი დამოკიდებულება. ეს ჯილდო გვავალდებულებს, რომ უფრო მეტად დავიხარჯოთ უნივერსიტეტისთვის, თსუ-ს ახალგაზრდებისთვის,“- განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

დაჯილდოების ღონისძიების შემდეგ ვიქტორ ყიფიანმა წაიკითხა მოხსენება თემაზე საჯარო-კერძო თანამშრომლობის უპირატესობა სახელმწიფო გამოწვევების კვალდაკვალ: სინერგია და მისი შესაძლო ეფექტი პოსტპანდემიურ სინამდვილეში“. შეხვედრას იურიდიული ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები დაესწრნენ.

იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“ (MKD Law) იყო პირველი კერძო კომპანია, რომელმაც დააწესა სტიპენდია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტებისათვის და ასევე, ახორციელებს სამართლის ერთ-ერთ კლინიკას იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის საფეხურზე. ამასთან, კომპანია თსუ იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულების აქტიური და ხშირი დამსაქმებელია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42