„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, მაჟორიტარობის კანდიდატი ზესტაფონის, თერჯოლის, ტყიბულისა და ბაღდათის ოლქში საარჩევნო კამპანიას ასრულებს და ამომრჩევლებს მადლობას უხდის.
„მადლობა ყველას! ამ რთული საარჩევნო კამპანიის დროს გულთბილი შეხვედრებისთვის, საინტერესო საუბრებისთვის და მხარდაჭერისთვის. ჩვენ ერთად გავიარეთ მთელი ეს პერიოდი და მე ვიცი თქვენი განწყობა და მოლოდინი. დარწმუნებული ვარ, არჩევნებზე მაღალი აქტივობა იქნება და ჩვენი საზოგადოება მხარს ხელისუფლების ცვლილებას დაუჭერს. მხოლოდ გარდამტეხი ცვლილებები მოიტანს იმ მძიმე პრობლემების დაძლევას, რაც დღეს ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობას აქვს. ამიტომ, გადამწყვეტია რომ ყველანი მივიდეთ არჩევნებზე, ხმა მივცეთ ცვლილებებს ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისა და უკეთესი მომავლისთვის“, — აცხადებს გიგი წერეთელი.
მასალის გამოყენების პირობები






