ევროპული საქართველოს წევრი, ბესიკ დონაძე, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიას მიკერძოებასა და დისკრიმინაციაში ადანაშაულებს
პოლიტიკა - 22:46, 30 Oct, 2020     1093

ბესიკ დონაძის თქმით, ევროპულ საქართველოს ჰქონდა საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილი რამდენიმე საჩივარი ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის, ირაკლი ჩიქოვანის მიერ ადმინისტრაციული რესურსისა და ოპონენტების სააგიტაციო მასალების დაზიანებაზე, თუმცა როგორც დონაძე აღნიშნავს, არცერთი მათგანი საოლქო საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა.

დონაძის თქმით, ამის საპირისპიროდ საოლქო საარჩევნო კომისიამ თავად დონაძეს გამოუწერა კანონდარღვევა იმის გამო, რომ მან მოიწონა გიორგი უგულავას სურათი სოციალურ ქსელში.

დონაძემ აღნიშნა, რომ ეს არის მიკერძოება და დისკრიმინაცია და მიმართავს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელს, თამარ ჟვანიას, რომ უზრუნველყოს ზუგდიდში სამართლიანი არჩევნების ჩატარება.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისია გადაიქცა ქართული ოცნების დამატებით შტაბად და კონკრეტულად მირანდა მესხი, საოლქო საარჩევნო კომისიის თავჯდომარე არის ჩვეულებრივად ქართული ოცნების შემადგენელი ნაწილი და ქართული დავალებების შემსრულებელი.

ჩვენ, ევროპულმა საქართელომ სამჯერ მივმართეთ საჩივრით კონკრეტულად მირანდა მესხს, ირაკლი ჩიქოვანის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, ასევე პედაგოგების საარჩევნო კამპანიაში ჩართვასა და სააგიტაციო მასალის დაზიანებაზე.

სამივე შემთხვევაში, ქართული ოცნების წევრმა, მირანდა მესხმა, რომელსაც ცესკო-ს თავჯდომარე, თამარ ჟვანია მფარველობს და მისი უახლოესი მეგობარია, მირანდა მესხმა ვერცერთ შემთხვევაში ვერ დაინახა კანონდარღვევა და გაგვცა წერილზე პასუხი, რომ ირაკლი ჩიქოვანს არ დაურღვევია კანონი.

ასევე ჩვენ გავასაჩივრეთ მირანდა მესხის მიერ გამოცემული აქტები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და ცესკო-მაც დაგვიწერა, რომ ირაკლი ჩიქოვანს არ დაურღვევია საარჩვნო კოდექსი. პედაგოგები, რომელთაც ვიდეო-კლიპები დღესაც ტრიალებს ირაკლი ჩიქოვანის გვერდზე, თითქოს არ არის დარღვევა.

ამის შემდეგ, საჩივარი დაიწერა ჩემზე, რომ მე ვეწეოდი საარჩევნო აგიტაციას და ეს არის გამოხატული იმით, რომ ჩემს პირად ფეისბუქ გვერდზე თურმე მოწონებული მაქვს გიორგი უგულავას სტატუსი და ამის შემდეგ მირანდა მესხმა გადაწყვიტა, რომ ჩემთვის გამოეწერა სამართალდარღვევის ოქმი.

დღეს, მირანდა მესხი იხილავდა ორ საჩივარს, ერთი იყო ბესიკ დონაძის წინააღმდეგ და მეორე იყო ირაკლი ჩიქოვანის წინააღმდეგ. ირაკლი ჩიქოვანის წინააღმდეგ საჩივარში, რომელიც ეხებოდა ინფრასტრუქტურული პროექტების გამოყენებასა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, მირანდა მესხმა ვერ დაინახა კანონდარღვევა, ხოლო ჩემს შემთხვევაში, გიორგი უგულავას სურათის მოწონებისთვის გამოწერა სამართალდარღვევის ოქმი.

ეს არის ცალსახად დისკრიმინაციული და მიკერძოებული მიდგომა და მირანდა მესხი არის ადამიანი, რომელიც უსიტყვოდ ემორჩილება ქართულ ოცნებას, იგი არის სუს-ის მიერ კონტროლირებადი თავიდან ბოლომდე და რასაც დაავალებენ, ასრულებს ამ დავალებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42