"მეორე ტაღლასაც ისევე წარმატებულად გავუმკლავდებით, როგორც პირველს" - პრემიერი
პოლიტიკა - 14:59, 30 Oct, 2020     689
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, იმის შესაძლებლობა გვაქვს, რომ როგორც პირველ ტალღას გავუმკლავდით წარმატებულად, ზუსტად იგივე გავაკეთოთ მეორე ტალღის პერიოდშიც, ამის შესახებ ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ამ ბოლო დროს ჩვენთან ინიშნება საკმაოდ ფრთხილი, პოზიტიური ნიშნები, რომელიც მდგომარეობს, პირველი - გამოჯანმრთელებული მოქალაქეების რაოდენობაში და მეორე, დასტაბილურებულ ახალ შემთხვევებში, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში ტესტირების რაოდენობა იზრდება. მაგალითად, გუშინ ქვეყანაში იყო 11 ათასი ტესტი, გუშიწინ იყო 9 ათასი. ვმერყეობთ 8-დან 11 ათას ტესტს შორის ყოველდღიურად. ეს არ არის მთავრობის ან ცალკე აღებული სამინისტროს დამსახურება. ეს ყველას საერთო დამსახურებაა. ჩვენმა მოქალაქეებმა დაიწყეს პირბადის ტარება, ეს არის უკიდეურესად მნიშვნელოვანი. პირდაპირი მიზან-შედეგობრივი კავშირია პირბადის ტარებასა და ვირუსის გავრცელებას შორის. ყველაფერი უნდა გავკეთოთ იმისთვის, რომ ვატაროთ პირბადე როგორც დახურულ შენობაში, ასევე ღია სივრცეში. ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა, პირველ რიგში, ჩვენი თანამოქალაქეების, ახლობლების ჯანმრთელობის წინაშე ასევე ჩვენი ქვეყნის განვითარების წინაშე, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავკეთოთ იმისთვის, რომ მინიმალური ზიანი მივაყენოთ ეკონომიკას. ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, როგორც პირველ ტალღას გავუმკლავდით წარმატებულად ერთად, ზუსტად იგივე გავაკეთოთ ახლა, მეორე ტალღის პერიოდშიც ჩვენს მოქალაქეებთან, ბიზნესთან, შესაბამის სამინისტროებთან, პოლიციასთან ერთად. ყველამ ერთად დავიცვათ მაქსიმალურად წესები და ეს არ არის რთული წესები, ჯერჯერობით ეს არის პირბადის ტარება როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებში, სამწუხაროდ, ჯერჯერობით უფრო ეფექტიანი გამოგონებული ვერ იქნა“,- განაცხადა გახარიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42