საქართველკოს პრემიერ- მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ შეკრების, მანიფესტაციების ან გამოხატვის თავისუფლებას ეპიდემიოლოგიურ ჭრილში არაფერი ემუქრება, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე ისაუბრა, რითაც უპასუხა კითხვას, ხომ არ იგეგმება არჩევნების შემდეგ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების შეზღუდვა.
როგორც პრემიერი აღნიშნავს, შესაძლოა, მხოლოდ პირბადის ღია სივრცეში ტარების ვალდებულება გაჩნდეს.
„შეიძლება, მაგალითად, მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ სავალდებულო გავხადოთ პირბადის ტარება როგორც დახურულ შენობაში, ასევე გარეთაც. დღეს, მოგეხსენებათ, სავალდებულო არის დახურულ სივრცეში, ღია სივრცეში არის მკაცრი რეკომენდაცია. ამიტომ, ყველას შეეძლება მოაწყოს, რამდენიც უნდა მიტინგი, ოღონდ კანონის სრულიდ დაცვით და შეიძლება, პირბადით, ოღონდ ამას სერიოზული საკანონმდებლო ცვლილებების სჭირდება, ამიტომ გამოხატვის თავისუფლებას არაფერი ემუქრება“,- განაცხადა გახარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






