ხვალ საქართველო აკეთებს ისტორიულ არჩევანს, რომელიც განსაზღვრავს მომდევნო 4 წლის განმავლობაში როგორი იქნება ჩვენი ქვეყანა, დავრჩებით ჭაობში თუ გადავდგავთ წინ ნაბიჯს ევროპისაკენ - ნადირაშვილი
პოლიტიკა - 12:53, 30 Oct, 2020     549

ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი რუსთავსა და გარდაბანში, ირმა ნადირაშვილი, რუსთაველ და გარდაბნელ ამომრცეველს მიმართავს.

ნადირაშვილი მოუწოდებს ამომრჩეველს, რომ მივიდნენ ხვალ საარჩევნო ყუთებთან და ანგარიში გაუსწორონ ბიძინა ივანიშვილს ნეპოტიზმისთვის, კორუფციისთვის, სიღარიბისთვის, უმუშვერობისთვის და ქვეყნის განითარების შეფერხებისთვის.

ნადირაშვილმა მადლობა გადაუხადა თითოეულ ადამიანს, ვინც მძიმე საარჩევნო კამპანიაში მასთან ერთად იყო ჩართული.

”მეგობრებო, ძვირფასო რუსთაველებო, გარდაბნელებო, დასრულდა მრავალთვიანი საარჩევნო მარათონი და ჩვენ მივედით ფინიშის ხაზთან.

არასდროს საარჩევნო კამპანიის წარმოება არ ყოფილა ასეთი მძიმე, არ დარჩენილა არცერთი სოფელი გარდაბანში, არცერთი უბანი რუსთავში, სადაც ბიძინა ივანიშვილი და მისი ჩინოვნიკების ხროვა არ აწარმოებდა მოსყიდვას, შანტაჟს, დაშინებას.

ამის მიუხედავად, რუსთაველებმაც და გარდაბნელებმაც აჩვენეს, რომ მათ აქვთ ღირსება და მათი მოსყიდვა არის შეუძლებელი. საარჩევნო კამპანიას ართულებდა პანდემიის საფრთხეც, თითოეული ადამიანი, ვინც ჩართული იყო ამ კამპანიაში, იმსახურებს ძალიან დიდ მადლობას და მადლობა მათ.

ხვალ, საქართველო, რუსთავი, გარდაბანი აკეთებს ისტორიულ არჩევანს, არჩევანს, რომელიც განსაზღვრავს მომდევნო 4 წლის განმავლობაში როგორი იქნება ჩვენი ქვეყანა, დავრჩებით ჭაობში თუ გადავდგავთ წინ ნაბიჯს ევროპისაკენ. ხვალ, ბიძინა ივანიშვილს და მის ჩინოვნიკებს, ჩვენ, საარჩევნო ყუთებთან ანგარიში უნდა გავუსწოროთ, იმის გამო, რომ მათ ასობთ ათასი ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ჩააგდეს. ანგარიში გავუსწოროთ იმის გამო, რომ შეაფერხეს ქვეყნის განვითარება, ანგარიში გავუსწოროთ ნეპოტიზმის გამო, როცა წესიერ, კვალიფიციურ ადამიანებს აღარ რჩებოდათ სამუშაო ადგილები და მათ ნაცვლად ივანიშვილის მთავრობის ჩინოვნიკების ნათესავები და მეგობრები იკავებდნენ ამ ადგილებს.

ჩვენ ანგარიში უნდა გავუსწოროთ ბიძინა ივანიშვილს კორუფციისთვის, როდესაც ჯიბიდან გვაცლიდნენ თანხას, როდესაც არ გვქონდა შესაბამისი ჯანდაცვა, როდესაც ჩვენი შვილებისთვის შეუძლებელი იყო განათლების ღირსეულად მიღება.

ამ ყველაფრისთვის ხვალ ბიძინა ივანიშვილმა უნდა აგოს პასუხი. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ უკლებლივ ყველას, მოხვიდეთ საარჩევნო ყუთებთან, თითოეულ ხმას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, თქვენმა ხმამ შეიძლება შეცვალოს ჩვენი ქვეყნის მომავალი.

ამიტომ, ხვალ ყველას გელოდებით არჩევნებზე, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ქალაქი, რუსთავი, აუცილებლად გააკეთებს არჩევანს, რომლითაც მე ვიამაყებ. მე იმედი მაქვს, რომ გარდაბანი გააკეთებს არჩევანს, რომელიც იქნება სწორი და გამართული.

კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას, ვინც გვერდში მედგა ამ ძალიან მძიმე საარჩევნო კამპანიის დროს, დიდი მადლობა ჩემი შტაბის წევრებს, ძალიან ცოტა დარჩა არჩევნებამდე, ხვალ ყველა ვიღვიძებთ და მივიდვართ იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა ამ ქვეყანაში დასრულდეს.“ - განაცხადა ნადირაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42