მელიას თქმით, გარდაცვლილებთან მომავალი და ამ მომავლისთვის ბრძოლა აკავშირებთ:
"არის წუთები, როდესაც სიტყვა ფასს კარგავს, ვეღარაფერს ვეღარ გადმოსცემს, აღარც კი იცი, აქვს თუ არა რაიმე აზრი რაიმეს თქმას.
დაიღუპა ჩვენი 6 მეგობარი, მხოლოდ მეგობრები კი არა, რომელთანაც ერთად გამოვლილი წლები, წარსული გაკავშირებს, არამედ - თანამებრძოლებიც, რომელთან უფრო ძვირფასი - მომავალი და ამ მომავლისთვის ბრძოლა გაკავშირებს - ადამიანები ვისაც ეიმედებოდი და ვინც გეიმედებოდნენ....
ჩვენ მათ გარეშე, მაგრამ მათი სახელით გავაგრძელებთ ბრძოლას და ხვალ გამარჯვებულები ვიქნებით, მაგრამ ცრემლიანი გამარჯვებულები..."- წერს მელია.
შეგახსენებთ, გუშინ, გვიან ღამით ავტობანზე გაჩერებულ სამარშრუტო მიკროავტობუსს ტრაილერი შეეჯახა. დაიღუპა 6, დაშავდა 10 ადამიანი. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა „გორმედში“ გადაიყვანა.
შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლის, მე-8 ნაწილით დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები






