მარგველაშვილი: იმედი მაქვს, არ იქნება ერთპიროვნული გამარჯვებული თეთრ ცხენზე
პოლიტიკა - 00:43, 30 Oct, 2020     1304

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის თქმით, მას იმედი აქვს, რომ არ იქნება ერთპიროვნული გამარჯვებული თეთრ ცხენზე, რომელიც მერე შემოგვიტრიალდება და შეურაცხყოფას მოგვაყენებს. ამის შესახებ მარგველაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

"ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა, მგონი, ვისწავლეთ ეს გაკვეთილი, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პოლიტიკოსი იქნება, რა კარგი ადამიანი იქნება ის არჩევნებამდე, თუ შენ ამ ადამიანს მისცემ ჭარბ ძალაუფლებას, ყველა ადამიანი არის სახიფათო და საშიში იმიტომ, რომ ეს არის მარტივი ჭეშმარიტება – ძალაუფლება რყვნის, ხოლო აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად რყვნის.

მარტივად გაიხსენეთ ის პერსონაჟები, ვინც გვახსენდებიან პოლიტიკური წარსულიდან, გავიხსენოთ ის პერსონაჟები, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის დროს თითის ქნევით ესაუბრებოდნენ საზოგადოებას, ესენი არ იყვნენ ასეთი საშიშები და ასეთი გამბედავები მანამდე, სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდნენ.

ნებისმიერი, ვინც აბსოლუტურ ძალაუფლებას ჩაიგდებს ხელში, ხდება საშიში.

ეს გაკვეთილი აქვს დღეს ქართულ საზოგადოებას, რომ არ აპირებს ვინმეს გადასცეს საქართველოს მთელი დროშები და მთელი გასაღებები და უთხრას, რომ თქვენ გვმართეთო.

იმედი მაქვს, რომ არ იქნება ერთპიროვნული გამარჯვებული თეთრ ცხენზე, რომელიც მერე შემოგვიტრიალდება და შეურაცხყოფას მოგვაყენებს...

” - აცხადებს მარგველაშვილი.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42