ვერ გაგვაჩერა ვერც რუსეთის ტანკმა, ვერც რუსეთის ჯარმა, ჩვენმა გმირმა გიგო ბიჭებმა ორლესულ ნიჩბებს თავი შეუშვურეს... ჩვენი სამოქმედო პროგრამა, მომავალი თაობების წინაშე აღებული ვალდებულებაა - თავისუფლება, თავისუფლება და მხოლოდ თავისუფლება - ნიკა მელიას ემოციური მიმართვა
პოლიტიკა - 23:44, 29 Oct, 2020     893
თავისუფლება თავისუფლება და მხოლოდ თავისუფლება - ამ სიტყვებით მიმართა ნიკა მელიამ თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მხარდამჭერებს.
აერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატმა გლდანის ოლქში, ამომრჩევლებს არჩევნებზე 31 ოქტომბერს, არჩევნებზე წასვლისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი ვერ გა აჩერა ვერც რუსეთის ტანკმა, ვერც რუსეთის ჯარმა, ჩვენმა გმირმა გიგო ბიჭებმა კი ორლესულ ნიჩბებს თავი შეუშვურეს თავისუფლებისთვის.
ნიკა მელიას აღნიშნა, რომ მათი სამოქმედო პროგრამა, მომავალი თაობების წინაშე აღებული ვალდებულებაა - თავისუფლება, თავისუფლება და მხოლოდ თავისუფლება.

"დღეს ჩვენ ვდგავართ მოედანზე, რომელსაც ერთ დროს ლენინის სახელი ერქვა. დღეს კი თავისუფლების სახელი ჰქვია. ეს ის სახელია, რომლისთვისაც ერს ძალიან ბევრი გვიბრძლოლია. ეს ის სახელია, რომლისთვისაც ტაობებს ყველაზე ძვირფასი რაც კი მათ გააჩნდათ გაუღიათ თავიანთ ცხოვრებაში, თავიანთი სიოცხლე. ეს ის სახელია, რომლიც მოსაპოვებლად, 10 წლის წინ რუსი ჯარისკაცის ნიჩაბს, რომელიც ძალიან ბასრი იყო ძალიან ბევრმა ქართველმა შეუშვირა, სიცოცხლე დათმო და თავისუფლება მოგვიპოვა. ამიტომ ეს სახელი-თავისუფლება ჩვენი გარდაუვალობაა, ჩვენი ბედისწერაა, ჩვენი ხვედრია. ეს, ის სახელია, რომელიც წინაპრის ანდერძის სახელს ატარებს და დღეს ჩვენი სამოქმედო პროგრამა და მომავალი თაობების წინაშე აღებული ვალდებულებაა თავისუფლება თავისუფლება და მხოლოდ თავისუფლება.

არ დავიხიეთ უკან არასდროს, ისტორიის არც ერთ ეტაპზე. ვერ გაგვაჩერა ვერც რუსეთის ტანკმა, ვერც რუსმა ჯარისკაცმა...რატომ ვერ გაგვაჩერეს იცით და რატომ მივდიოდით ყოველთვის წინ? იმიტომ, რომ თავისუფლებისაკენ სწრაფვა ჩვენ ერის ისტორიად იქცა, ჩვენი ერის მთავარ ქცევად და ხასიათად იქცა. შეუძლებელიაიმ ერტის დამარცხება, რომლისთვისაც თაობებს უბრძოლია და ვერასოდეს ვერავის დაუმარცხებია. ვერ დაგვამარცხა ვერავინ და რა მოსატანია იმ მტრებთან შედარებით ადამიანი, რომელსაც ჩვენი ხმა ესმის. ჩვენ თაობებს დავუმტკიცებთ რამ შეგვკრიბა აქ და რა გვინდა.ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ თავისუფალ, ბედნიერ, მდიდარ საქართველოში, სადაც ჩენს შვილებს ექნებათ შესაძლებლობა იფიქრონ ხვალინდელ დღეზე.ჩვენ გვინდა ვიცხოვრთ ისეთ ქვეყანაში, სადაც ჩვენი ბებიები და ბაბუები მომღიმრები ცხოვრობენ და ჩვენ ვიცხოვრებთ, იმიტომ რომ პატრიოტები ხართ, მაგრები ხართ , ბევრნი ხართ და ქართული სისხლი გიჩქებთ, რომელსაც ვერ დააცხრობს ოლიგარქატი. ყველანი 31-ოქტომბერს არა არჩევნებზე, არამედ თავისუფლების განმტკიცებისთვის გადადგმული ნაბიჯი უნდა იყოს. ჩვენმა გმირმა წინაპრებმა, ბავშვებმა გოგოებმა, ბიჭებმა, ორლესულ ნიჩაბს თავი შეუშვირეს, თავი დაიცეხეს და თავისუფლება მოგვიტანეს. ეს დროშები რომ ფრიალებს მათი დამსახურებაა და ვერანაირი კორონავირუსი ვერავის უნდა აფერხებდეს 31-ოქტომბერს საარჩევნო უბნისკენ წასასვლელად. ერთი არ შემიძლია არ გითხრათ, ბატონმა კობახიძემ ბრძანა, ერთმა მაჟორიტარმა მაინც თუ მოიგო 31 ოქტომბერსო, მე პოლიტიკიდან წავალო, განსაკუთრებით ბოტკოველთან, გლდანთან მიმართებაში თქვა. მოდით მეგობრებო, კობახიძეს 31-ში მოვთხოვოთ პოლიტიკიდან წასვლა" - განაცხადა ნიკა მელიამ.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42