"გაუმართლა ისანს, გაუმართლა საქართველოს, რომ ეყოლება გამორჩეული მაჟორიტარი და გამორჩეული პრემიერ-მინისტრი გიორგი ვაშაძის სახით,“ - პაატა მანჯგალაძე
პოლიტიკა - 22:00, 29 Oct, 2020     843

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წინასაარჩევნო დასკვნით შეხვედრაზე პარტიის გენერალურმა მდივანმა მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა. როგორც პაატა მანჯგალაძე აღნიშნავს, გიორგი ვაშაძე არის ის უპირობო ლიდერი რომელიც ქვეყანას ჭაობიდან ამოიყვანს.

„ მე პირდაპირ შემიძლია ვთქვა რომ ისანს და საქარველოს გაუმართლა, რაგან ჰყავს გამორჩეული ლიდერი გიორგი ვაშაძის სახით და ამას არ ვამბობ იმიტომ, რომ ის ჩვენი პარტიის თავმჯდომარე და ჩემი მეგობარია. გიორგი ვაშაძემ თავის „სტრატეგია აღმაშენებლით“ და აღმშენებლობის იდეით საზოგადოებას დაუმტკიცა, რომ ის არ იბრძვის ერთპიროვნული მმართველობისთვის. „სტრარეგია აღმაშენებელი“ არის იდეა, რომელიც ეწინააღმდეგება კერპთაყვანისმცემლობას პოლიტიკაში, ეწინააღმდეგება ცრუ მესიანიზმს პოლიტიკაში, ეწინააღმდეგება ცრუ დაპირებებს პოლიტიკაში და ორიენირებულია საქმის კეთებაზე, და ამიტო გაუმართლა ისანს, გაუმართლა საქართველოს, რომ ეყოლება გამორჩეული მაჟორიტარი და გამორჩეული პრემიერ-მინისტრი გიორგი ვაშაძის სახით. ჩვენ არჩევნების წინ კი არ გაგვახსენდა ეს ყოველივე, არამედ ეს დაიწყო ბევრი წლის წინ. თქვენ იცით ბევრი საქმე რომელიც გიორგი ვაშაძემ და მისმა გუნდმა გააკეთეს, იუსტიციის სახლი. ცოტამ თუ იცის, რომ მისი იდეა იყო კომპიუტერული ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოება, რომელმაც ათასობით ადამიანს მისცა სოფლებში კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან წვდომის შესაძლებლობა. ჩვენ მოვიარეთ უმრავი ქალაქი და სოფელი, შევხვდით ათასობით ადამიანს და მოვისმინეთ მათი პრობლემები. დავინახეთ თუ როგორ პირობებში და როგორ გაჭირვებაში უწევთ ცხოვრება და აი ეს არის შესაცვლელი ქვეყანაში. ჩვენ უნდა დავამარცხოთ სიღარიბე და დავიწყოთ სვლა ქვეყნის აღმშენებლობისკენ სადაც თითოეულ მოქალაქეს ექნება უკეთესი მომავალი. 31 ოქტომბერს ათასობით ადამიანის თანადგომით საქართველოში დაიწყება აღმშენებლობა. მეგობრებო ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე და მხარი დავუჭიროთ აღმშენებლობას „სტრატეგია აღმაშენებლის“ სახით და შემოვხაზოთ ნომერი 27, რათა ქვეყანა იმ ჭაობიდან ამოვიყვანოთ რაშიც დღეს არის ჩაფლული“ - პაატა მანჯგალაძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42