"გიორგი ვაშაძე გახლავთ საერთო ოპოზიციის ისტორიული შეთანხმების კანდიდატი და ყველას მოგიწოდებთ, რომ მას დაუჭიროთ მხარი,“ - შალვა ნათელაშვილი
პოლიტიკა - 21:49, 29 Oct, 2020     722

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წინასაარჩევნო დასკვნით ღონისძიებაზე მისულმა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გიორგი ვაშაძეს მხარდაჭერა საჯაროდ გამოუცხადა. ნათელაშვილმა ღონისძიებაზე მისულ ამომრჩეველს სიტყვით მიმართა და მათ ისანში ვაშაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. როგორც ლეიბორისტულმა პარტიის ლიდერმა აღნიშნა, გიორგი ვაშაძე ისნის ოლქში ოპოზიციური პარტიების საერთო მაჟორიტარობის კანდიდატია.

„31 ოქტომბერს ქართველი ხალხი ჩვენს ქვეყანას გაუკეთებს ვაქცინას სახელწოდებით ანტი ბიძინა, რათა არასოდეს ასეთები ხელისუფლებაში არ მოვიდნენ. დიახ ეს არის ისტორიის განაჩენი, ტყუილებზე, უზნეობაზე, გადაგდებაზე, ძალადობაზე, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის წახდენაზე, ადამიანთა უპატივცემლობაზე, პატიოსანი-წესიერი და პროფესიონალი პერსონების დაუფასებლობაზე და კიდევ მრავალ უსამართლო ქმედებებს ქართველი ხალხი არასდროს არავის არ პატიობდა და განაჩენის წერა დაწყებულია თქვენს მიერ ამ შეხვედრაზე. ერთიანობამდე ქართულმა ოპოზიციამ და ქართულმა პოლიტიკურმა გონმა გამოიარა საუკუნოვანი მწარე გამოცდილებები მაგრამ ბოლოს პოლიტიკურმა სივრცემ მოახერხა დამსხდარიყვნენ ერთად და ეთქვათ, რომ ასეთი ხელისუფლებები როგორიც დღეს გვყავს არასდროს არ იქნება და რომ ხალხია ხელისუფლების წყარო. დიახ ბატონი გიორგი ვაშაძე ოპოზიციის საერთო კანდიდატია, ის გახლავთ ამ საერთო ოპოზიციის ისტორიული შეთანხმების კანდიდატი და ყველას მოგიწოდებთ, რომ მას დაუჭიროთ მხარი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ამ მოწოდების არასდროს არ შემრცხვება რადგან საქმე გვაქვს რეფორმატორ, ნიჭიერ, ეროვნულ, აქტიურ, სახელმწიფო და პოლიტიკურ მოღვაწესთან, რომელსაც დიდი მომავალი აქვს. ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი ყველა იმ პოლიტიკოსს, რომელიც ეროვნულ ქურაში არიან გამოზრდილნი, რომლებიც შორიდან კი არ უყურებენ ქვეყანას, როგორც საექსპერიმენტო ობიექტს, არამედ თვითონვე იწვებიან იმ ცეცხლში რაშიც ჩვენ ვართ, გიორგი კი ზუსტად ასეთია, თავის თანამებრძოლებით. მეგობრებო 31 ოქტომბრის საღამოს, ჩვენ გვექნება თავისუფლება მოპოვებული და დაიწყება ქვეყნის მართვა კოალიიური პრინციპებით ყოველგვარი ერთპიროვნული მმართველების გარეშე, დიახ ეს არის თვენი მონაპოვარი, რომელიც იყო თქვენი შეკვეთა და ჩვენ ეს შევასრულეთ“ - შალვა ნათელაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42