ხელისუფლების სამიზნე ამჯერად ტვ პირველის ჟურნალისტი ნატო გოგელია აღმოჩნდა.
კობახიძემ სპეციალურ ბრიფინგზე თქვაქ, რომ არჩევნების დღეს “რადიკალური ოპოზციის” “დესტრუქციული გეგმების” ნაწილი მათი მედიასაშულაბებიც იქნებიან, რის შემდეგაც მმართველი პარტიის სპიკერმა მაგალითად “ტვ პირველის” ჟურნალისტ ნატო გოგელიასა და “ნაციონალური მოძრაობის” ოზურგენის ორგანიზაციის ხელმძღვანელის სატელეფონო საუბარი მოიყვანა.
კობახიძის მტკიცებით, ჟურნალისტი ოპოზიციის წარმომადგენელს დაუკავშირდა და მოსთხოვა დაესახელებინა ის უბნები, სადაც არჩევნების დღეს პარტია “ხმაურის მოწყობას” გეგმავდა.
"დესტრუქციული სცენარის მნიშვნელოვან მონაწილეებად განიხილებიან რადიკალური ოპოზიციის საკუთრებაში არსებული რადიკალური პარტიული ტელევიზიები „მთავარი არხი“ და „ტვ პირველი“. მაგალითისთვის, გუშინ შედგა საუბარი „ტვ პირველის“ ჟურნალისტს, ნატო გოგელიასა და ნაცმოძრაობის ოზურგეთის ორგანიზაციის ლიდერს, ბესო ქათამაძეს შორის, რა დროსაც მხარდაჭერის მიზნით გოგელიამ ქათამაძეს მოსთხოვა ინფორმაცია იმ უბნების შესახებ, სადაც, ვციტირებ,, „აპირებენ ხმაურს და არეულობას“, რაზეც მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხმაური და არეულობა იგეგმება ნასაკირალსა და ჭანიეთში.
დესტრუქციულ გეგმებში პარტიული ტელევიზიების თანამონაწილეობა განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს. ნატო გოგელიამ ჰკითხა ქათამაძეს, სად იგეგმებოდა არეულობა და როცა ამას ეკითხები პოლიტიკოსს, ამ დროს შენ თავად ხარ არეულობის თანამონაწილე. ეკითხება ე.წ ჟურნალისტი პარტიულ წარმომადგენელს, წინასწარ იღებს ინფორმაციას არეულობასთან დაკავშირებით, რათა მხარი დაუჭიროს გაშუქების გზით. ეს არის არეულობის თანამონაწილეობა,”-აცხადებს კობახიძე.
მასალის გამოყენების პირობები






