"15 წლის ასაკში გამაუპატიურა... როდესაც ჩემი წინააღმდეგობა შეხვდა, სახეში და სხეულზე იმდენი მირტყა, რომ სრულიად დამაუძლურა"
პოლიტიკა - 13:31, 29 Oct, 2020     10220
სოციალურ ქსელში შეიქმნა გვერდი "დამიცავი, პატარა ვარ", რომელიც ძალადობის არასრულწლოვან მსხვერპლთა ანონიმურ წერილებს აქვეყნებს. გვერდის მიზანია, საზოგადოებაში მეტად აამაღლოს ცნობიერება ძალადობის შესახებ, რათა უკეთ გავერკვეთ რისკებში და დავიცვათ ჩვენი მომავალი თაობა იმ შესაძლო ძალალდობისგან, რომელიც, როგორც ჩანს, სისტემატიურად ხდება არასრულწლოვანების მიმართ.

ერთ-ერთი ასეთი წერილის ავტორი საკუთარ ისტორიას ყვება, რომელიც 15 წლის ასაკში გადახდა.

"15 წლის ვიყავი, როდესაც პირველად შემიყვარდა. როგორც ყველა შეყვარებული, მიწას ფეხს არ ვაკარებდი, დავფრინავდი, უბედნიერესი ვიყავი. ჩემი სიყვარულის ობიექტმა, რომელიც ჩემზე 11 წლით უფროსი იყო, ამის შესახებ არაფერი იცოდა, მაგრამ მე იგი მაინც უსაზღვროდ მიყვარდა.

ეს ამბავი ჩემს დაქალს გავუმხილე. მოგვიანებით გავიგე, რომ მან ეს ამბავი სულ მალე მიურბენინა იმას, ვინც მიყვარდა. მალე, მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეიცვალა: ამ ტიპმა ჩემ მიმართ ყურადღების აქტიურად გამოვლენა დაიწყო, რაც ძალიან მაბედნიერებდა. თუმცა, მოგვიანებით, ამ „ყურადღებამ“ ძალიან დამძაბა: მასთან ურთიერთობა ისეთი ლამაზი არ გამოდგა, როგორც წარმომედგინა. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ მის ქცევაში რომანტიკის და კორექტულობის ნიშან-წყალი არ შეინიშნებოდა, რაც დრო გადიოდა, იგი სულ უფრო და უფრო მაშინებდა.

წარმოიდგინეთ ცქნაფა გოგონა, რომელსაც ზრდასრული ადამიანების ურთიერთობაზე წარმოდგენა საერთოდ არ აქვს. შემდეგ წარმოიდგინეთ 26 წლის ახალგაზრდა კაცი, რომელიც ბოროტად იყენებს მასზე შეყვარებული გოგონას გრძნობებს და მის სექსუალურ ურთიერთობებზე დათანხმებას ცდილობს. ამას პირდაპირ ამბობს, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე.

რა თქმა უნდა, არ და ვერ დავეთანხმებოდი სექსზე. ჩემთვის ეს ის საკითხი იყო, რომელშიც არაფერი მესმოდა, რომლისაც მეშინოდა და რომელიც მთრგუნავდა. ხან კინოში მპატიჟებდა და ოდნავ შენსზე გიჟივით მკოცნიდა, ხან რომელიმე მიტოვებულ შენობაში შემიტყუებდა და სხეულზე თავისი სხეულით შეხებას ცდილობდა. გიჟივით გამოვვარდებოდი ხოლმე, რამდენიმე ხანი არ ველაპარაკებოდი, შემდეგ ჩემი „სიყვარული“ მძლევდა ხოლმე და ისევ ვურიგდებოდი. რამდენიმე მსგავსი გაბუტვა-შერიგების შემდეგ, ერთხელ სწორედ იმ ჩემი დაქალის სახლში მოვხვდით, რომელმაც მას ჩემი სიყვარულის შესახებ შეატყობინა. ჩემი მიმნდობი ბუნების რა ვთქვი, თორემ ამ სცენარის წინასწარ წარმოდგენა წესით რთული არ უნდა ყოფილიყო. ცოტა ხანში, დაქალი სახლიდან უცებ აორთქლდა, ამ ცხოველმა კი გამაუპატიურა. არ ყოფილა არანაირი მოფერების მცდელობაც კი, ან სიტყვით ჩემი დარწმუნება, ან რამე მსგავსი. მართლა პირუტყვივით მომვარდა, როდესაც ჩემი წინააღმდეგობა შეხვდა, სახეში და სხეულზე იმდენი მირტყა, რომ სრულიად დამაუძლურა. ტკივილისგან იმდენად შოკირებული ვიყავი, რომ მერჩივნა, ყველაფერი დროზე მორჩენილიყო და თავი დაენებებინა.

გონება არ დამიკარგავს, ბოლომდე ვგრძნობდი, როგორ საზიზღრად იყენებდა ჩემს სხეულს. თავში სრული არეულობა მქონდა, შოკის, კოშმარის, რაღაც გამოუსწორებელი უბედურების შეგრძნება. როცა თავისი საქმე დაამთავრა, ჩაიცვა და ოთახიდან ისე გავიდა, ვითომც არც ვარსებობდი. არ ვიცი, რამდენი დრო დამჭირდა იმისთვის, რომ ადგომა და წასვლა შემძლებოდა. სახე, სხეული საშინლად დალურჯებული მქონდა. სახლში იცოდნენ, რომ მეგობართან ვიყავი და დიდად არ ღელავდნენ. რომ მივედი, მაშინვე ოთახში ჩავიკეტე. საწოლზე დავეგდე და რამდენიმე საათი ასე გაუნძრევლად ვიყავი. ყველაფერ უბედურებასთან ერთად, იმის სადარდებელიც დამემატა, რა მეთქვა ჩემებისთვის. ვერაფერი მოვიფიქრე, გარდა იმისა, რომ სახეზე სქელი ტონალური კრემი წამესვა მანამ, სანამ ძალადობის კვალი მომირჩებოდა.

ასეც მოხდა. ალერგია მოვიმიზეზე და ტონალურით დავდიოდი რამდენიმე კვირის მანძილზე. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, სახლში ჩემი ეს ცვლილება არავის შეუმჩნევია: ალერგიისგან სახე ისედაც ხშირად მეფოთლებოდა, მით უფრო, აპრილის თვეში. თითქოს ეს ძალისხმევა ძირითადი სტრესისგან თავის დახსნაში მომეხმარა კიდეც.

გავიდა რამდენიმე კვირა და ჩემმა მოძალადემ ჩემთან სექსი კვლავ მოინდომა. ისევ იმ „დაქალის“ მეშვეობით, შემომითვალა, რომ თუ ჩემი „გარყვნილების“ ამბის გავრცელება არ მინდოდა, დროდადრო მასთან სექსი უნდა მქონოდა.

სულ მალე მივხვდი, რომ ამ ადამიანის მიმართ სიყვარული, რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, რაღაც სულელურ დამოკიდებულებაში გადავიდა. ასე იყო თუ ისე, იმ შემთხვევიდან მოყოლებული, იგი ჩემს სხეულს ისე იყენებდა, და იმდენჯერ, როგორც მას მოესურვებოდა.

ერთხელ დავორსულდი კიდეც, და სასწრაფოდ აბორტი გამაკეთებინა.

ჩემი და მისი ეს სრულიად საშინელი ურთიერთობა გაგრძელდა მანამ, სანამ თავად მან არ მოისურვა მისი დამთავრება - რა თქმა უნდა, ცოლი მოიყვანა.

ახლანდელი გოგონები, როგორც ვიცი, ბევრად გაცნობიერებულნი არიან იმ საკითხებში, რომელთა შესახებაც მე გაკვრითაც კი არ ვიცოდი. ინტერნეტით ძალიან დიდი ინფორმაციის მიღება შეიძლება, და ყველანაირ ურთიერთობას და მდგომარეობას ფსიქოლოგიაში თავისი სახელი აქვს.

ჩემთვის რომ ამ ინფორმაციის სულ მცირე ნაწილი მაინც ყოფილიყო ხელმისაწვდომი, ზუსტად ვიცი, რომ ამ საზიზღარ ურთიერთობას ჩემს ცხოვრებაში წესით ყველაზე ლამაზ პერიოდს არ შევაჭმევინებდი. ალბათ იმის ძალაც მეყოფოდა, რომ არამხოლოდ ეს ნაძირალა, არამედ ჩემი ვითომ დაქალიც სამართლებრივი პასუხისმგებლობის წინაშე დამეყენებინა. ახლა, როცა 56 წლის ვარ, ამ ყველაფერს სრულიად სხვანაირად ვუყურებ, მაგრამ რაღა დროსია... გოგონებო, არასოდეს, არავის, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე, არ მისცეთ თქვენი პიროვნების, სხეულის, ცხოვრების აბუჩად აგდების უფლება. ამას გეუბნებით ქალი, რომელსაც უკვე 15 წლის ასაკში ნაგავივით მოექცნენ..."





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42