მძიმედ არის ქართული ოცნების საქმე, ისინი არიან აგონიაში და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ როგორღაც შეინარჩუნონ ხელისუფლება - კაპანაძე
პოლიტიკა - 13:10, 29 Oct, 2020     758
ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, სამი არასამთავრობო ორგანიზაციის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება -ISFED“ და „ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს ერთობლივ შეფასებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც გახშირდა ამომრჩევლებზე, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე, დამკვირვებლებზე, აქტივისტებსა და მედია საშუალებების წარმომადგენლებზე განხორციელებული ზეწოლისა და მუქარის ფაქტები.


კაპანაძის თქმით, ხელისუფლება იყენებს სხვადასხვა ხერხს წინასაარჩევნოდ, მათ შორის მოსყიდვებს, ადმინისტრაციული რესურის გამოყენებასა და ოპოზიციის მიმართ დაუსაბუთებელ ბრალდებებს.

კაპანაძემ აღნიშნა, რომ ეს მიუთითებს ხელისუფლების აგონიასა და იმაზე, რომ ისინი აგებენ არჩევნებს.

„ჩვენ გვაქვს რამდენიმე ასეული შემთხვევა, როდესაც ხელისუფლება იყენებს მოსყიდვას, ძალადობას, განსაკუთრებით ამ კვირაში გააქტიურდა მოსყიდვის მიმართულება, პროდუქტებით დაწყებული და ფულით დამთავრებული.

მთელი ამ წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში, რეალურად, ქართული ოცნება ასევე იყენებს საჯარო მოხელეებს, ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინფორმაციები. გარდა იმისა, რომ მედიაში გავრცელდა, რომ სუს-ის და ფინანსური პოლიციის მარალჩინოსნები როგორ არიან გადასროლილი უკვე ბოლო ერთი თვეა კონკრეტულ რეგიონებში, იმისთვის, რომ იქ მოახდინონ ხალხის მობილიზება და გამოიყენონ თავიანთი ადმინისტრაციული რესურსი.

წინასაარჩევნო პერიოდში ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პირდპირ ხდება ოპოზიციის მიმართ უბრალოდ დაუსაბუთებელი ბრალდებების სროლა, რაღაც რადიკალური სცენარი ამის მაგალითია და ასევე ბრალდება, თითქოს წინა ხელისუფლება ყიდდა საქართველოს ტერიტორიებს და ამის გამო უდანაშაულო ადამიანი ყოვლად სამარცხვინოდ დღეს ზის ციხეში.

ამიტომ, ეს ყველაფერი აჩვენებს ერთადერთ რამეს და ეს არის სწორედ ასახული ამ მოხსენებაშიც, რომ მძიმედ არის ქართული ოცნების საქმე, ისინი არიან აგონიაში და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ როგორღაც შეინარჩუნონ ხელისუფლება.“ - განაცხადა კაპანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42