ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, გიროგი გახარიას განცხადებას ეხმაურება, რომ ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალა გლობალური ეპიდემიის პოლიტიკური ინტერესების ჭრილში გამოყენებას ცდილობს.
კაპანაძის თქმით, ერთადერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალა, რომელიც პანდემიას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს, ქართული ოცნებაა.
კაპანაძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლების მხირდან ეს ბრალდება არის ურცხვი ტყუილი.
„ერთადერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალა, რომელიც პანდემიას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს არის ქართული ოცნება. ისინი ჯერ შეეცადნენ, რომ პანდემიის დამარცხება გაესაღებინათ თავიანთ მთავარ წარმატებად და სამარცხვინოდ საარჩევნო ბუკლეტებიც კი დაარიგეს, სადაც მარტო იმაზე იყო საუბარი, თუ როგორ ძლიეს კოვიდს, ოღონდ მერე ყველამ ვნახეთ თუ როგორ გაზიარდა რიცხვები, მოიმატა დაინფიცირებულთა რაოდენობამ და ასევე გარდაცვლილთა რაოდენობამ.
ახლა, სამარცხვინოდ ასევე, ეს სამარცხვინო პოლიტიკური ძალა ნაკლებ ტესტებს ატარებს, რომ არ გაიზარდოს ინფიცირებულთა რაოდენობა და ასევე სამარცხვინოდ ორშაბათიდან აპირებენ ლოქდაუნს, ოღონდ ამაზე მოსახლეობას არაფერს არ ელაპარაკებიან.
ამიტომ, მათი მხრიდან ნებისმიერი ბრალდება კოვიდის პოლიტიზაციასთან დაკავშირებით არის უბრალოდ ურცხვი ტყუილი და ეს არის რეალურად ის, რასაც თავად აკეთებენ და არა ოპოზიციური ძალები.“ - განაცხადა კაპანაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






