ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, წინასაარჩევნო პოლიტურ სურათს და და სოციოლოგიურ კვლევებს აფასებს.
კაპანაძის თქმით, ყველა კვლევაში ჩანს, რომ მოსახლეობის აბსოლიტურ უმრავლესობა ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება და ხელისუფლების შეცვა სურს.
კაპანაძემ აღნიშნა, რომ ქართული ოცნება ვერ აიღებს 40%-ზე მეტ ხმას, ხოლო ევროპული საქართველოს მიიღებ მეტ ხმას, ვიდრე მას წინა არჩევნებში ჰქონდა.
„ჩვენ, ევროპული საქართველო ვართ ღრმად დარწმუნებული, რომ ამ არჩევნებში ხელისუფლება დამარცხდება, არ არსებობს არცერთი შანსი, რომ მათ 40%-ზე მეტი აიღონ, ასევე ვიცით, რომ ევროპული საქართველო აიღებს მეტ ხმას და პროცენტს, ვიდრე ეს ქონდა წინა არჩევნებში. ჩვენი ამოცანაა, რომ 15%-მდე მივიდეთ.
ყველა დანარჩენი საკითხი, სხვადასხვა კვლევებში, მათ შორის IPSOS-ში და სხვა კვლევებში, ჩანს, რომ მოხახლეობის აბსოლიტურ უმრავლესობას სურს, რომ ხელისუფლება შეიცვალოს და მიაჩნიათ, რომ ქვეყანა ვითარდება არასწორი მიმართულებით.
ამ ყველაფრის ერთობლიობა, გვაძლევს ჩვენ იმის ღრმა რწმენას, რომ ხელისუფლება შაბათს შეიცვლება და ივანიშვილი გადავა ოპოზიციაში.“ - განაცხადა კაპანაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






