კორძაიას თქმით, ეს ორგანიზაციები მუშაობენ შემდეგ მიმართულებებზე:
• პირველი მიმართულება - პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა; პროექტის დაფინანსების ჯამური თანხა
1 478 250 ლარი.
• მეორე მიმართულება - ახალგაზრდა ამომრჩეველი საარჩევნო პროცესში. პროექტის დაფინანსების ჯამური თანხა
270 000 ლარი.
სამეგრელოში (აბაშა, მარტვილი, სენაკი), თანხით 60 750 ლარი, გამარჯვებული ვერ გამოვლინდა.
ჯამში 1 687 500 ლარიდან 677 250 გადანაწილდა ქართულ ოცნებასთან აფილირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე.
1. თბილისი (მთაწმინდა, კრწანისი, ვაკე, საბურთალო) - 81 000 ლარი.
2. სამცხე-ჯავახეთი (ბორჯომი, ახალციხე, ადიგენი) - 60 750 ლარი.
„ააიპ “საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების ანალიტიკურ-კომპილაციური ცენტრი”, თავმჯდომარე ნათია მოდებაძე, მუშაობს ქართული ოცნების სატრენინგო ცენტრში. მისი მეუღლე გოჩა ღადუა მუშაობს ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში, ხოლო გოჩას და ირმა ღადუა ცესკოს სწავლების ცენტრში.
ააიპ-ის ერთერთი წევრია, ვლადიმერ სანიკიძე, ასევე ქართული ოცნების აქტივისტი.
ააიპ “ინიციატივა სამოქალაქო საზოგადოებისათვის’-თავმჯდომარე ნანა ფირცხალაიშვილი, ფაქტიურად ნათია მოდებაძის ინტერესები იკვეთება.
3. თბილისი (დიდუბე, ნაძალადევი, გლდანი) - 60 750 ლარი.
ააიპ “საზოგადოებრივი დამცველი” 2011 წლის 22 მარტს დააფუძნა და ხელმძღვანელობდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მანანა კობახიძე, ამჟამად თავმჯდომარე არის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ირინა ფუტკარაძე.
დირექტორი -მისი რძალი თამთა ჭითავა .
4. კახეთი (საგარეჯო, გურჯაანი, სიღნაღი, დედოფლისწყარო) – 81 000 ლარი.
5. ახალგაზრდა ამომრჩეველი საარჩევნო პროცესში-30 000 ლარი.
ააიპ “რეგიონული განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრი” თავმჯდომარე დავით ჩიხელიძე.
ააიპ “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრი”-2014 წელს დაფუძნებულია ქართლი ოცნების დეპუტატის ზურაბ ქადაგიძის მიერ, თუმცა მართვს დავით ჩიხელიძე, ქართული ოცნების ერთერთი მეხოტბე სატელევიზიო და სოციალურ სივრცეში.
6. ქვემო ქართლი (წალკა, თეთრიწყარო, დმანისი) - 60 750 ლარი.
7. იმერეთი (ტყიბული, თერჯოლა, ზესტაფონი) - 60 750 ლარი.
8. ახალგაზრდა ამომრჩეველი საარჩევნო პროცესში-30 000 ლარი.
ააიპ “ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის”-თავმჯდომარე მიხეილ ანდღულაძე, ნაძალადევის გამგებლის მოადგილის, ირაკლი ანდღულაძის ძმა, მიხეილ ანდღულაძის ინტერესები იკვეთება ასევე ააიპ “მწვანე დედამიწა”-ში თავმჯდომარე ნუგზარ მელაძე, ხოლო საზოგადოერივი გაერთიანება ჯერ საქართველოში უფლებამოსილი პირი თავად მიხეილ ანდღულაძეა. ის გამოირჩევა სიძულვილის ენის გამოყენებით და ანტიდასავლური პროპაგანდით.
9. იმერეთი (ქუთაისი, ხონი, წყალტუბო) - 60 750 ლარი.
ააიპ “სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი” თავმჯდომარე ვლადიმერ ბოჟაძე ქართული ოცნების ერთერთი მეხოტბე სატელევიზიო და სოციალურ სივრცეში. (1500 ლარიანი ექსპერტი)
10. იმერეთი (ბაღდათი, სამტრედია, ვანი) - 60 750 ლარი.
ააიპ სახელმწიფო და მოქალაქე თავმჯდომარე ფიქრია ნიკოლაშვილი, ნაძალადევის საოლქო საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარის გრიგოლ გოგუას მეუღლე, რომელიც უფლებამოსილების ამოწურვის შემდგომ ქართული ოცნების საარჩევნო ცენტრში დასაქმდა.
11. გურია (ოზურგეთი, ჩოხატაური, ლანჩხუთი) - 60 750 ლარი.
ააიპ “განათლებისა და თანასწორობის ცენტრი”
თავმჯდომარე ირინე საჯაია, რომელიც 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ნაციონალური მოძრაობის სიით გახდა საკრებულოს წევრი, თუმცა შემდგომ ქართული ოცნების დამფინანსებლის ილია კეჭყმაძის ძალისხმევით დატოვა ნაციონალური მოძრაობა, სანაცვლოდ მიიღო ფართი, სადაც ეს ორგანიზაციაა განთავსებული, ააიპ-ის გამგეობის თავმჯდომარე გამგებლის ყოფილი მოადგილე და ილია კეჭაყმაძის მარჯვენა ხელი ალეკო ბურჭულაძე, ხოლო უფლებამოსილი პირი ქართული ოცნების აქტივისტი ეკა ნინიძე.
12. ახალგაზრდა ამომრჩეველი საარჩევნო პროცესში-30 000 ლარი.
ააიპ “ახალი სიტყვა” თავმჯდომარე ნინო ჩარკვიანი, ქართული ოცნების კომისიების კორდინატორი საბურთალოს რაიონში.“
მასალის გამოყენების პირობები






