ბათუმის მრავალფეროვნება საქართველოს წარმოუდგენელი სიმდიდრეა - ახვლედიანი
პოლიტიკა - 20:15, 28 Oct, 2020     903

ევროპული საქართველოს ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატის, არმაზ ახვლედიანის თქმით, ბათუმის მრავალფერობნება არის საქართველოს სიმდიდრე, თუმცა როგორც ბათუმში ისე სხვაგან უმცირესობების წარმომადგენლებს აქვთ განცდა, რომ არიან მეორეხარისხოვანი მოქალაქეები.

ახვლედიანმა აღნიშნა, რომ ამ უხერხულობისა და უსამართლობის დასაძლევად საჭიროა რეალური, დემოკრატიულო თვითმმართველობა, რაც თითოეულ ადამიანს აქცევს პირველხარისხოვან მოქალაქედ.

„ჩემს ბავშვობაში, ცოტა მერეც, ბათუმში ბევრს ნახავდით ისეთს, ვინც საუბრობდა თავისუფლად, ყოველ შემთხვევაში, სხვებისთვის გასაგებად სომხურად, აზრბაიჯანულად, რუსულად, ბერძნულად... მამაჩემი მეუბნებოდა, რომ მამიდამისი, რომელიც დღევანდელ ბაქოს ქუჩაზე ცხოვრობდა, საუბრობდა აგრეთვე ინგლისურად და ფრანგულად.

ბათუმის მრავალფეროვნება საქართველოს წარმოუდგენელი სიმდიდრეა! ბათუმმა მოახერხა და ეს ტრადიცია, ყველაფრის მიუხედავად, შეინარჩუნა. ასეთ ყავის სურნელს, სომეხი რომ იტყვის, სომხური ყავააო, ბერძენი იტყვის, ჩვენიაო... მოკლედ, ასეთ მრავლფეროვნებას ალბათ სხვაგან ვერსად ნახავთ, მაგრამ ერთი რამ, რაც ამის თანმხლებია და მე პირადად ყოველთვის მიქმნიდა და ახლაც მიქმნის უხერხულობას – ეს არის იმის განცდა, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს აქ, ბათუმში და ყველგან საქართველოში, აქვთ ხოლმე განცდა იმისა, რომ არიან მეორეხარისხოვანი მოქალაქეები. იქნებ უხერხულად ვთქვი, მაგრამ, მე მგონი, ეს არის ღია, შეუნიღბავი სიმართლე! სწორედ ამიტომ მიმაჩნია, ეს უხერხულობა, ეს უსამართლობა რომ დავძლიოთ, გვჭირდება რეალური, ნამდვილი, დემოკრატიული თვითმმართველობა ბათუმშიც, ქუთაისშიც... დემოკრატიული, სამათლებრივი სახელმწიფო. მაშინ ყველა, ჩვენ ყველა, ვიქნებით პირველხარისხოვანი მოქალაქე.“ - ახვლედიანი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42