გახარიასგან, ამ პოლიტიკური კლოუნისგან, ივანიშვილის მთავრობა ერთი წელია ცდილობს წარმატებული მენეჯერის სახე შექმნას -ბოკერია
პოლიტიკა - 19:51, 28 Oct, 2020     971

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატის, გიგა ბოკერიას თქმით, ივანიშვილი ერთი წელია ცდილობს გახარიასგან შექმნას წარმატებული მენეჯერის სახე, თუმცა როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ყველა მნიშვნელოვან მომენტში გახარიამ მოქალაქეებისა და ადამიანის უფლებების საზიანო გადაწყვეტილება მიიღო.

ბოკერიას თქმით, როგორც ივანიშვილის და გახარია, ისე ენმ-ის ლიდერები, სააკაშვილი და ვაშაძე თავს არიდებენ პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობას. ბოკერიამ აღნიშნა, რომ ევროპული საქართველოს ყველა ლიდერი მზადაა რომ შედგეს პოლიტიკური დებატები ენმ-ის ოცნებისა და ევროპული საქართველოს ლიდერებს შორის.

„გუშინ ფოთში გახარია ჩამოვიდა და ივანიშვილის რეჟიმის რვაწლიანი მმართველობის ბოლოს საზეიმოდ განაცხადა, რომ შემდეგი ოთხი წელი ფოთის და სამეგრელოს აღმშენებლობის პერიოდი იქნება. ამ პოლიტიკური კლოუნისგან ივანიშვილის მთავრობა ერთი წელია ცდილობს წარმატებული მენეჯერის სახე შექმნას. იმის მაგივრად მეორე ტალღისთვის მომზადებულიყვნენ, კოვიდ პანდემიის დროს სწორედ ამაში დაიხარჯა უზარმაზარი ფინანსური და პოლიტიკური რესურსი.

არადა გახარიამ მისი მოკლე პოლიტიკური კარიერის მანძილზე, ყველა კრიტიკულ ვითარებაში ან არაკომპეტენტურობა და გულგრილობა გამოავლინა ან პირდაპირ კრიმინალური ქმედება ჩაიდინა. პანკისის ოპერაცია რომელიც პოლიციის მანქანების დაწვით დასრულდა, საპრეზიდენტო არჩევნებზე სამეგრელოს შტაბის ხელმძღვანელობისას იქ შექმნილი კლიმატი და განსაკუთრებით მასწავლებლებზე და დირექტორებზე სამარცხვინო ზეწოლა, რისი მაგალითიც ია კერზაიას ტრაგედიაა , სხვადასხვა დროს პროპუტინური ფაშისტური ჯგუფების ოპონენტებზე მიქსევის სამარცხვინო პრაქტიკა, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე სრული უმოქმედობა და ამ თემის უტიფრად უგულებელყოფა, მათი არდასჯა ვინც ხორავას ქუჩის საქმეზე დამნაშავეებს შეგნებულად ხელი დააფარა, გავრილოვის ქვეყანაში შემოშვება და 20 ივნისის ღამის დარბევა - ყველა ამ ეპიზოდში ივანიშვილის რეჟიმმა და კერძოდ გახარიამ ყველაფერი ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების ინტერესების და უფლებების საზიანოდ გააკეთა.

ივანიშვილის ეს კლოუნი დღეს კვლავ პრემიერობის კანდიდატია, ისე რომ არცერთ პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობა არ მიუღია. დებატებზე უარს ამბობს გახარია და მისი უფროსიც, ქვეყნის რეალური მმართველი ივანიშვილი. სხვათა შორის დებატებში მონაწილეობას თავიდან ირიდებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც - არც პრემიერობის კანდიდატი სააკაშვილი და არც პარტიის თავმჯდომარე ვაშაძე დებატებში მონაწილეობას არ იღებენ.

ევროპული საქართველო და მისი ყველა ლიდერი ახლაც მზად ვართ რომ ასეთ დებატები შედგეს- ოცნების, ენმ-ს და ევროპული საქართველოს ლიდერებს შორის.“ - განაცხადა ბოკერიამ





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42