მდინარაძის ბრალდებაზე ყველაზე კარგი პასუხი ჰქონდა თვითონ ფეისბუქს, რომელმაც რამდენჯერმე დაბლოკა ხელისუფლებასთან დაკავშირებული ყალბი გვერდები - კაპანაძე
პოლიტიკა - 18:25, 28 Oct, 2020     828

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმაურება, რომ გამოავლინეს ოპოზიციასთან დაკავშირებული 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში.

კაპანაძის თქმით, მდინარაძის ბრალდებაზე ყველაზე კარგი პასუხი ჰქონდა თვითონ ფეისბუქს, რომელმაც რამდენჯერმე დაბლოკა ათასობით ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული გვერდი, რომელიც პრორუსულ და ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწეოდა.

„მდინარაძის ბრალდებაზე ყველაზე კარგი პასუხი ჰქონდა თვითონ ფეისბუქს, რომელმაც რამდენჯერმე დაბლოკა რამდენიმე ასეული ანგარიში, რომელიც დაკავშირებული იყო ქართულ ოცნებასთან, რომელიც ეწეოდა რუსულ და ანტიდასავლურ პროპაგანდას და მათ შორის ცნობილი გვერდები, რომელთაც ასეული ათასი მოწონება ჰქონდათ და რომელბიც აქტიურად ავრცელებდნენ სამთავრობო პროპაგანდას, უბრალოდ გააქრო ფეისბუქმა.

ეხლა რომ ისინი აბრალებენ ოპოზიციურ პარტიებს რაღაცას, ეს ჩემთვის გასაკვირი არ არის. რაც შეეხება იმას, რომ მან ერთად მოგვიხსენია ნაციონალური მოძრაობა და ჩვენ, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ევროპულ საქართველოს, გარდა იმისა, რომ უბრალოდ მოიხსენიებს ამ კონტექსტში, არანაირი ყალბი ანგარიში ან ესეთი ტიპის საინფორმაციო პოლიტიკა, უბრალოდ არ აქვს და ამაშიც ჩანს როგორი მატყუარები არიან.

მესმის, რომ მათი ამოცანაა, ყველა ოპოზიციური პარტია გაასაღოს ნაციონალურ მოძრაობად, მაგრამ საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ეს ასე არ არის, ამიტომ ეს მათი ნარატივი, პროპაგანდა, რომ ყველა ნაცია, უბრალოდ ჩვეულებრივი ტყუილია და არცერთი ფაქტი, რომელიც მათ მოიყვანეს ევროპულ საქართველოსთან მიმართებაში, არცერთი კონკრეტული არგუმენტი და ფაქტი არ დასტურდება.“ - განაცხადა კაპანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42