მოსახლეობის შეშინება იმით, რომ რაღაც რევოლუცია მზადდება, არის აგონიაში მყოფი ხელისუფლების ბოლო იმედი - კაპანაძე
პოლიტიკა - 18:17, 28 Oct, 2020     800

ევროპული საქართველოს საარცევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმაურება, რომ ოპოზიციური პარტიები რევოლუციურ გეგმას ამზადებენ.

კაპანაძის თქმით, ეს არის ბოდვა და ამ განცხადებით მოსახლეობის შეშინება არის აგონიაში მყოფი ხელისუფლების ბოლო იმედი.

კაპანაძემ აღნიშნა, რომ ყველაზე დიდი ხიფათი არის ხელისუფლების შესაძლო გადაწყვეტილება, რომ ორშაბათიდან გამოცხადდეს ქვეყნის სრული ჩაკეტვა. კაპანაძემ აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლება ცდილობს მეორე ტურებში მოიპოვოს უპირატესობა, რადგან იცის, რომ არჩევნებს აგებს.

„ბრალდება, რომ ოპოზიცური პარტიები რაღაც რევოლუციურ გეგმას ამზადებენ, ეს არის ბოდვა. ევროპული საქართველოს ამოცანა არის, რომ არჩევნების გზით, შაბათს, დავამარცხოთ ქართული ოცნება. ამაზე ვართ ორიენტირებული ყველანი, რომ მერე მოხდეს გარდამტეხი ცვლილებები და ეხლა საუბარი იმაზე და მოსახლეობის შეშინება იმით, რომ რაღაც რევოლუცია მზადდება, არის აგონიაში მყოფი ხელისუფლების ბოლო იმედი, ხავს ეჭიდებიან, იქნებ ხალხს დააჯერონ, რომ თურმე რაღაც არეულობა და დესტაბილიზაცია მზადდება.

რეალურად კი ყველაზე დიდი ხიფათი რაც ჩვენ გვაქვს არის ის, რომ ორშაბათიდან, ეს სამარცხვინო ხელისუფლება აპირებს ლოქდაუნს, ქვეყნის ჩაკეტვას და აპირებს ამას არა ჯანდაცვის მოსაზრებებიდან გამომდინარე, არამედ გამომდინარე იქიდან, რომ იცის, რომ შაბათს მარცხდება არჩევნებში და მერე მეორე ტურები ექნება, რომლებშიც ასევე დამარცხდება და სურს, რომ იყოს ჩაკეტილი ქვეყანა, რათა მეორე ტურებში ჰქონდეს უპირატესობა კამპანიის კუთხით და ეს მას არ გამოუვა, შაბათსაც დამარცხდება და არანაირი ლოქდაუნი აქ იქნება, სხვანაირად მივხედავთ ჩვენ პანდემიას, იმ გეგმის მიხედვით, რომელიც ევროპულ საქართველოს აქვს შემუშავებული.“ - განაცხადა კაპანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42