"ქვეყნის მოღალატე, წმინდა ადგილების გადამცემი, მკვლელი სააკაშვილი და მისი ბანდა უნდა გაუქმდეს " - ღარიბაშვილი
პოლიტიკა - 18:00, 28 Oct, 2020     860
საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , სოციალურ ქსელში მის პირად გვერდზე კვლავ აქვეყნებს სტატუსს, რომელიც 2018 წელს დაწერა.

საჯარო სტატუსში თავდაცვის მინისტრი სააკაშვილს ქვეყნის მოღალატე, ხალხის მჩაგვრელ მასხარას უწოდებს და აცხადებს, რომ მისი მოღალატე ბანდა უნდა გაუქმდეს.

„ეს პოსტი 2018 წელს დავწერე, ახლაც იგივეს გავიმეორებ და დავამატებ: ქვეყნის მოღალატე, ძირძველი ტერიტორიებისა და წმინდა ადგილების გადამცემი, მკვლელი და ხალხის მჩაგვრელი მასხარა სააკაშვილი და მისი მოღალატე ბანდა არჩევნების შემდეგ ვეღარ დარჩება პოლიტიკაში, მოღალატე ძალა უნდა გაუქმდეს!

„სამი წელი გავიდა, მას შემდეგ, რაც აღარ ვმონაწილეობ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, თუმცა ისევე, როგორც თქვენ, მეც მთელი გულით და გონებით ქვეყნის ბედზე და მის მომავალზე ვფიქრობ. ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, ჩვენგან დამოუკიდებლად, იმისდა მიუხედავად, გვინდა თუ არ გვინდა, ჩვენ ყველას გვეხება, აქტიურ პოლიტიკაში ჩართულებს თუ ჩვეულებრივ მოქალაქეებს. გულწრფელად მაღელვებს მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, ამიტომ, გადავწყვიტე საჯაროდ მოგმართოთ:

2012 წელს ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ქართველმა ხალხმა წერტილი დაუსვა სააკაშვილის მოძალადე, ანტიეროვნულ რეჟიმს. მაშინ მთელი ერი გაერთიანდა სააკაშვილის უსამართლო, მჩაგვრელი და მოძალადე ხელისუფლების შესაცვლელად. მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მოხდა ის, რასაც ალბათ 2012 წელს ან თუნდაც 2016 წელს ვერავინ ვერ წარმოიდგენდა, თუმცა ამის გამომწვევ მიზეზებზე საუბრის დრო ახლა არ არის. ყველა ის ბინძური რიტორიკა და დეზინფორმაციული პროპაგანდა რაც მათგან მომდინარეობს, ყველაზე უკეთ სწორედ მათ მიესადაგებათ: დაწყებული სახელმწიფოს ღალატით, დამთავრებული ოკუპანტი ქვეყნისთვის უამრავი სტრატეგიული ობიექტების გადაცემით თუ ტერიტორიების დაკარგვით, ტერორისტებთან თანამშრომლობით თუ კრიმინალებთან გარიგებით, უდანაშაულო ადამიანების წამებით და დახოცვით, ხალხის გაღარიბებით და მჩაგვრელი საბანკო სისტემის შექმნით, ბიზნესის დატერორებით და ადამიანების ქონებების წართმევით, ასიათასობით მოქალაქეების გასამართლებით და მათი ცხოვრების დანგრევით, ქვეყანაში უსამართლობისა და უთანასწორობის დამკვიდრებით. ჩვენ კარგად გვახსოვს მიწაზე გართხმული მთავარსარდალი და მის მიერ ჩვენი გმირი სამხედროებისა და გმირი პოლიციელების მიტოვება შუა ომში, გვახსოვს ხალხის წინაშე ჩადენილი მისი ყველა დანაშაული. სხვათაშორის, ეს ყველაფერი არცთუ ისე შორეულ წარსულში ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში. ასეთი მძიმე მემკვიდრეობის მქონე პოლიტიკოსებად წოდებულ კრიმინალებს, აღარ უნდა ქონდეთ უფლება და ხელისუფლებაში მოსვლის პრეტენზია. ამიტომ, დღეს ჩვენ ყველა ერთად უნდა დავდგეთ, ყველაფერი პირადი გვერდით გადავდოთ და საბოლოოდ უარი ვუთხრათ მოღალატე სააკაშვილს და მის ანტიეროვნულ პოლიტიკურ ძალას“- წერს ღარიბაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42