"ლელოს" წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი აქცია
პოლიტიკა - 15:55, 28 Oct, 2020     874
პოლიტიკური გაერთიანება "ლელო" დღეს, 28 ოქტომბერს 18:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი აქციას გამართავს.

ღონისძიებაზე პარტიის ლიდერები "ლელოს" მიერ განვლილ წელს შეაჯამებენ. ისაუბრებენ მიღწეულ შედეგებზე და მომავალ მიზნებსა და ამოცანებზე.

რესპუბლიკურ მოედანზე დაგეგმილ წინასაარჩევნო შემაჯამებელ აქციაზე "ლელოს" გენერალურმა მდივანმა, ბადრი ჯაფარიძემ ისაუბრა. მისი თქმით, "ლელო" არის წამყვანი პოლიტიკური ძალა რომელმაც შემოიტანა ახალი სტანდარტი ქართულ პოლიტიკაში.

"ჩვენი პოლიტიკური ძალა აერთიანებს ადამიანებს თავიანთი ღირებულებებით. სწორედ ეს ღირებულებებია, რომელიც დღეს რესპუბლიკის მოედანზე გაგვაერთიანებს მთელ ერს. ჩვენი მიზანია, რომ გავერთიანდეთ ქვეყნის ინტერესებისთვის, "ლელომ" ეს მოახერხა, ამიტომ ვართ გამორჩეული პარტია, რადგან გვყავს 250 000 რეგისტრირებული მხარდამჭერი, ეს ერთი წლის პარტიისთვის არის დიდი მიღწევა. ჩვენ შევიმუშავეთ ანტიკრიზისული და ქვეყნის განვითარების პროგრამა "ლელოს ახალი მარშალის გეგმა", რაც სრულიად საქართველოს რეკონსტრუქციას ითვალისწინებს. ჩვენ შეგვიძლია, ვიამაყოთ ჩვენი განვლილი პერიოდით. ჩვენ მიერ განვლილ პოლიტიკურ დღეებს კი შევაჯამებთ დღეს. ყველა ჩვენს მხარდამჭერს მოვუწოდებ არჩევნებში მონაწილეობისკენ. მათ უნდა მოიყვანონ ერთი ადამიანი, რადგან მოახლოებული არჩევნები ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია," - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. შეგახსენებთ, რომ "ლელომ" ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ყველა რეგიონი მოიცვა და მოსახლეობის დიდ ნაწილს შეხვდა. სხვა გეგმებთან ერთად, განიხილეს "ლელოს ახალი მარშალის გეგმა" , რომელიც ქვეყნის სრულ რეკონსტრუქციას ითვალისწინებს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პარტიამ ოცდაათივე ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატები წარადგინა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42