წაგების მოლოდინში მყოფი "ქართული ოცნება" ყოველთვის სახეს კარგავს - სამადაშვილი კობახიძის ბრალდებებზე
პოლიტიკა - 15:25, 28 Oct, 2020     918
"ტრადიციულად, როგორც „ქართულ ოცნებას“ სჩვევია ვხედავთ, რომ არჩევნების წინ ხდება ოპოზიციის დადანაშაულება კანონსაწინააღმდეგო ქმედების დაგეგმვის თაობაზე ხდება ოპოზიციის დადანაშაულება" - ასე ხმაურება ენმ-ის ლიდერი სალომე სამადაშვილი კობახიძის მიერ გაკეთებულ გამცხადებას.

"განსაკუთრებული აქცენტი კეთდება იმ მაჟორიტარულ ოლქებზე, სადაც „ქართული ოცნება არის განწირული სრული კრახისთვის.

მინდა ავხსანა რას ნიშნავს ირაკლი კობახიძის ეს ბრიფინგი, ვხედავთ, რომ რეალურად „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებს აგებს და წაგების და წაგების მოლოდინში ყოველდღიურად კარგავს სახეს. მათ არავინ აღარ დარჩათ მისი სახელით საუბრისა, გარდა იმ ოდიოზური ფიგურებისა, როგორიც არის კობახიძე და წულუკიანი. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიც კი, რომლებიც რაიმე ღირებულების გამო იყო მათ გუნდში ტოვებენ მათ რიგებს.

მინდა საზოგადოებას ავუხსნა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ დაქირავებული კოორდინატორებიც კი აღარ გეგმავენ, რომ მხარი დაუჭირონ ამ პოლიტიკურ ძალას. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა არის საკუთარი ქვეყნის დიდი პატრიოტი და ყველა ძალიან კარგად ხედავს, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის გადარჩენის საქმეა „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება 31 ოქტომბერს.

მინდა საზოგადოებას მოვუწოდო, რომ არ მიაქციონ ყურადღება ამ განცხადებებს. დღეს ჩვენ ერთადერთი ამოცანა გვაქვს, ძალიან მშვიდად, ყველა უსაფრთხოების წესების დაცვით, პირბადეების გამოყენებით, ერთჯერატი საწერი კალმის გამოყენებით მივიდეთ არჩევნების დღეს და გავაკეთოთ ის არჩევანი რომელიც თქვენთვის მისაღები. ჩვენი არჩევანი აუცილებლად უნდა იყოს „ქართული ოცნების|“ და რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ ამ არჩევნებში ერთად უნდა დავამარცხოთ რუსეთი და რუსი ოლიგარქი. დღეს „ქართული ოცნების“ ამოცანა არის, რომ შეაშინოს ხალხი და რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი მივიდეს არჩევნებზე. მინდა ვთხოვო ყველას, არ მოატყუებინოთ თავი „ქართულ ოცნებას“.

ყოველ ჯერზე, როცა გადაწყვიტავთ არ მიხვიდეთ არჩევნებზე, ამით თქვენ ხმას აძლევთ „ქართულ ოცნება“. ჩვენ ვემზადებით გამარჯვებისთვის, ხვალ ჩვენს მხარდამჭერებთან შეხვედრისთვის თბილისში, სადაც ყველა უსაფრთხოების ზომის დაცვით ჩვენ ბიძინა ივანიშვილს გავაფრთხილებთ იმაზე, თუ რა ელოდება 31 ოქტომბერს. ძალიან აქტიური კონსულტაციები გვაქვს ყველა საერთაშორისო პარტნიორებთან, ყოველდღიურ რეჟიმში ძალიან ბევრ ადამიანს ვესაუბრებით ვაშინგტონში, ბრიუსელში, საქართველოში წარმომადგენელ დიპლომატიურ მისიებს. მინდა ბიძინა ივანიშვილს და მსი გუნდს შევახსენო, რომ გაყალბებულ არჩევნებს და ქართველი ხალხისთვის თავისუფალი არჩევანის უფლებუის წართმევას მოყვება ძალიან მკვეთრი რეაქცია. მათ შორის ბიძინა ივანიშილის წინააღმდეგ.

ამიტომ შეწყვიტეთ შესაძლო სანქციის რეჟიმის დაწესებით. ამიტომ შეწყვიტეტ უსაფუძვლო ბრალდებები ოპოზიციის წინააღმდეგ, მოემზადეთ და მაქსიმალურად გააკეთეთ ყველაფერი, რაც შეიძლება გაკეთდეს დარჩენილ მოკლე დროში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად და ამავე დროს მოემზადეთ ამ არჩევნების შედეგების უდრტვინველად და მშვიდად მისაღებად ისევე, როგორც ჩვენ ვემზადებით ამ არჩევნების მოსაგებად."- აცხადებს სალომე სამადშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42