"რეფორმერის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მაია კუკავა: ამომრჩეველი მზად არის ცვლილებებისთვის და ითხოვს ახალ პოლიტიკურ გარემოს
პოლიტიკა - 15:23, 28 Oct, 2020     1252
პარტია „რეფორმერის“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მაია კუკავამ წინასაარჩევნო კამპანია შეაჯამა. როგორც მაია კუკავა აცხადებს, მოსახლეობა ღიად გამოხატავს ინტერესს და მზაობას პოლიტიკური გარემოს ცვლილებისა და ახალი პარტიების მიმართ. მაია კუკავა: წინასაარჩევნო კამპანიის ბოლო ორი თვე მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებს და მათი პრობლემების იდენტიფიცირებას დავუთმე. ჩემს გუნდთან ერთად სხვადასხვა გზით ვახდენდით მოსახლეობასთან კომუნიკაციას, ეს იყო კარდაკარის პრინციპი, შეხვედრები ღია სივრცეში, სამუშაო ფორმატის შეხვედრები. ვაკის ოლქის ამომრჩეველთან შეხვედრების დროს, დავრწმუნდი, რომ ხალხი დაიღალა იმ დაპირებებით, რაც წლები ესმოდათ. ისინი უკვე ღიად გამოხატავენ ინტერესს და მხარდაჭერას ახალი პოლიტიკური ძალის მიმართ. ინტერესი და ჩართულობის სურვილი მხოლოდ ახალგაზრდებისგან არ მოდის, ცვლილებების მოლოდინშია უფროსი თაობაც, რომელსაც ჩვენ ახალგაზრდებმა იმედები არ უნდა გავუცრუოთ. არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენ რეგულაციის ყველა წესის დაცვით ვახორციელებდით მოსახლეობასთან სამუშაო შეხვედრებს და განვიხილავდით რეფორმერის პროგრამის და ეკონომიკური კრიზისის დაძლევის ხედვებს. როგორც მაია კუკავა აცხადებს, ამომრჩეველთან შეხვედრებზე მან და მისმა გუნდმა მოსახლეობას რეფორმერის საარჩევნო პროგრამა და ხედვები წარუდგინეს. მოსახლეობა გაეცნო რეფორმერის პროგრამის ეკონომიკურ ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს ეკონომიკური კრიზისის დაძლევას. მაია კუკავა: მნიშვნელოვანია, რომ სამუშაო შეხვედრებს ესწრებოდნენ განსხვავებული პოლიტიკური იდეოლოგიის, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი ადამიანები, რაც ამ შეხვედრებს ბევრად საინტერესოს და პროდუქტიულს ხდიდა. კამპანიის ფარგლებში ჩვენ განვახორციელეთ მცირე და დამწყები ბიზნესის მხარდაჭერა. ეს სეგმენტი განსაკუთრებით დაზარალდა პანდემიის შედეგად. ჩვენი ინიციატივის მიზანი იყო ბიზნესის ხელშეწყობა და ადგილობრივი მოსახლეობის წახალისება. „რეფორმერის“ ორგანიზებით მოეწყო მოძრავი ბაზრობები, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სტარტაპერებმა. ღონისძიება ჩატარდა რამდენიმე ეტაპად, სადაც უფრო და უფრო მეტი მონაწილე ჩაერთო. მაია კუკავას განცხადებით, მეწარმეობის და მცირე ბიზნესის ხელშეწყობა „რეფორმერის“ სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. მაია კუკავა: „სამეწარმეო აზროვნებისა და კულტურის გაჩენა უმნიშვნელოვანესია ზოგადად მეწარმეობის ხელშეწყობისთვის. არსებული და პოტენციური მეწარმეები დღეს მხოლოდ ბიზნესის წარმოებასა და განვითარებასთან დაკავშირებულ პრობლემებთან ერთად სამეწარმეო ხედვების, უნარ-ჩვევების ნაკლებობას განიცდიან, რომელიც არახელსაყრელი ბიზნეს-გარემოს პრობლემატიკას კიდევ უფრო ამძაფრებს. ხელშეწყობა გულისხმობს მეწარმეებისთვის არა ერთჯერადი სუბსიდირების ან საბანკო პროცენტის დაფინანსების გაცემას, არამედ რეალური, მდგრადი ბიზნეს-მოდელების ჩამოსაყალიბებლად მათი შესაძლებლობების გაძლიერებას, რაც მოკლევადიან პერიოდში მოიტანს მოგებას, გახდება მდგრადი ცვლილებების საფუძველი და სხვა პოტენციური მეწარმეებისთვის იქნება მაგალითი. მეწარმეობისა და სტარტაპების პოპულარიზაცია, მათი მიღწევების შესახებ საზოგადოების ფართო წრეების ინფორმირება დადებით გავლენას მოახდენს პოტენციური მეწარმეების ბიზნეს იდეების განხორციელებაზე. სახელმწიფომ უნდა შექმნას ხელსაყრელი გარემო. „რეფორმერის“ კონცეფცია ითვალისწინებს ბიზნესისა და პროგრესის სახლების ორგანიზებას საქართველოს ყველა რეგიონულ ცენტრში, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს დეცენტრალიზაციას და ურბანიზაციის ზედმეტად მაღალი ტემპის შესუსტებას და რაც მთავარია, ხელს შეუწყობს სტარტაპებისა და ზოგადად, ბიზნესის ეფექტიანობის ამაღლებას. ბიზნესის და პროგრესის სახლებში ერთი ფანჯრის პრინციპით ბიუროკრატიის გარეშე განვახორციელებთ საინვესტიციო პროექტებს, მოვიზიდავთ ინვესტიციებს, მოხდება მათი მიზნობრივი დაბანდება, რაც ხელს შეუწყობს ლოკალური ბიზნესების და სტარტაპების მხარდაჭერას და განვითარებას. სახელმწიფო, როგორც პლატფორმა იმუშავებს ბიუროკრატიის გარეშე დარეგულირდეს კავშირი ინვესტორს და ბიზნესპროექტებს შორის, ინვესტიციების მენეჯერი მოაგვარებს კავშირს და ყველა საჭირო დოკუმენტაციას ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის ბიზნესის და პროგრესის სახლში შეიქმნება ერთიანი რეესტრი ინვესტორების, ბიზნესპროექტების, სტარტაპების მიზნობრივი კავშირებისთვის. ასევე შეიქმნება დასაქმების მაძიებელთა დეტალური ბაზა, რომელიც მოიძიებს შესაბამის კადრებს განსახორციელებელი პროექტებისთვის, სისტემატურად ჩატარდება მიზნობრივი უფასო ტრენინგები და კონსულტაციები დამწყები ბიზნესმენებისთვის, რაც განაპირობებს მათი საქმიანობის სწორად წარმართვას. ბიზნესის და პროგრესის სახლები ხელს შეუწყობს და უზრუნველყოფს ეკონომიკის სწრაფ განვითარებას, ბიუროკრატიის აღმოფხვრას და ადამიანების მიზნობრივ დასაქმებას - აცხადებს პარტია „რეფორმერის“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მაია კუკავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42