“ფსკერგამოცლილი“ “ოცნება“ ორ კურდღელს ვერ დაიჭერს - გოცირიძე კობახიძეს პასუხობს
პოლიტიკა - 14:15, 28 Oct, 2020     955

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ,რომან გოცირიძე, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, „ოცნება“ წინასაარჩევნოდ ორი კურდღლის დაჭერას ცდილობს. კერძოდ, სურს ერთდროულად მოახდინოს „ნაციონალური მოძრაობის“ დემონიზება და პრობლემებიდან ამომრჩევლის ყურადღებაც გადაიტანოს. თუმცა, გოცირიძე მიიჩნევს, რომ მმართველ გუნდს მეთოდები მოუძველდა.

თავმჯდომარე ქართულ ანდაზას იშველიებს: „კოკა ყოველთვის წყალს ვერ მოიტანს“ და ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ ფსკერგამომძვრალი კოკაა და მათი ნაცადი ხერხი ყოველთვის ვერ წაიღებს წყალს.

„შემთხვევითი არ არის, რომ ის ოლქები დაასახელეს, სადაც მათივე კვლევითაც კი, ჩვენი კანდიდატები პირველივე ტურში იმარჯვებენ, ამიტომ ძალიან არიან შეშინებული და ეს ყველაფერი ამორმჩევლის დასაზაფრად სჭირდებათ. მსგავს მეთოდებს ისინი ყოველთვის მიმართავდნენ. წინასაარჩევნოდ გამოაგდებდნენ ხოლმე დამონტაჟებულ ჩანაწერებს, აღძარავდნენ სისხლის სამართლის საქმეებს, იმაზე რომ არაფერი ვთქვათ, რომ 2016 წელს თარგამაძის აფეთქება მოხდა, საშინელი კამპანია აწარმოეს, უკიდურესად უღირსი და ჭუჭყიანი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ყველაფრის კადრების ისტორიები გვახსოვს. ახლა უნდათ, რომ ყურადღება გადაიტანონ პანდემიასთან ბრძოლის სრული კრახიდან, ეკონომიკის ჩამოქცევიდან, მძრაცველის წარუმატებელი დევნის დამამცირებელი ისტორიიდან და სურთ, წინასაარჩევნოდ კვლავ მოახდინონ „ნაციონალური მოძრაობის“ დემონიზაცია, მაგრამ როგორც იტყვიან - მოუძველდათ მეთოდები.

როგორც ქართული ანდაზა ამბობს, „კოკა ყოველთვის წყალს ვერ მოიტანს“, ფსკერგამომძვრალი კოკაა „ქართული ოცნება“ და მათი ნაცადი ხერხი ყოველთვის ვერ მოიტანს შედეგს. ასეთი განცხადებები კომიკურ შთაბეჭდილებას ტოვებს,“- განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისათვის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „რადიკალური ოპოზიცია“ შეიარაღებული ამბოხების სცენარს განიხილავს და იკვლევს, რა რეაქცია ექნებათ მოქალაქეებს, თუ ისინი სახელმწიფოს წინააღმდეგ ამგვარ ფორმას მიმართავენ. მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ რევოლუციური შტაბი აქვს გახსნილი ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით და ისინი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ რამდენიმე რაიონზე - ესენია მარნეული, ბოლნისი, დმანისი, ბათუმი, ზუგდიდი და გლდანი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42