შიშისგან ტუჩებგათეთრებული ამ შლეგი ღლაპის, კობახიძის განცხადება, მიუთითებს, რომ მათ ეშინიათ წაგების - უგულავა
პოლიტიკა - 13:58, 28 Oct, 2020     916
ევროპული საქართველოს ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა, ირაკლი კობახიძის განცხადება ეხმაურება.

უგულავას თქმით, კობახიძის განცხადებები იმის დასტურია, რომ ხელისუფლებას ეშინია არჩევნებში წაგების.

უგულავამ აღნიშნა, რომ ყველა განცხადება, რაც კეთდება ხელისუფლების მხრიდან, არის იმისთვის, რათა დამალონ, რომ არჩევნებს აგებენ და მეორე, რომ ორშაბათიდან მათ სურთ ქვეყნის სრული ჩაკეტვა, რათა მოხდეს მეორე ტურში მანიპულაციები.

შიშისგან ტუჩებგათეთრებული ამ შლეგი ღლაპის განცხადება, კობახიძის განცხადება მიუთითებს, რომ მათ ეშინიათ წაგების და იგონებენ ყველა სისულელეს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ჩვენ, ევროპულმა საქართველომ გავასაჯაროვეთ ინფორმაცია, რომ ორშაბათიდან ივანიშვილის მთავრობა გეგმავს ქვეყნის დაკეტვას იმისთვის, რომ მანიპულაცია მოახდინოს მეორე ტურზე.

ეს არ არის განპირობებული ჩვენი ჯანმრთელობით, ეს არის განპირობებული მხოლოდ და მხოლოდ საარჩევნო შიშით და თუ ეს მოხდება, საერთოდ ჩამოიშლება ეკონომიკა, ამიტომ, დაუშვებელია, რომ ორშაბათს, არჩევნების შემდეგ, ივანიშვილის მთავრობას ჰქონდეს შესაძლებლობა და მანდატი, ჩაკეტოს კვლავ ქვეყანა.

ყველა იდიოტური განცხადება, რასაც მოვისმენთ დღეს, ხვალ და ზეგ, იქნება დაკავშირებული ამასთან, გამომდინარე იქედან, რომ ქართული ოცნება აგებს და მეორე, უნდათ დამალონ, რომ ქვეყნის ჩაკეტვა სურთ, იმისთვის, რომ შემდეგ მანიპულაცია მოახდინონ არჩევნებზე.

ეს არ უნდა დავუშვათ, ამისთვის არის მნიშვნელოვანი აქტიურობა, სრული მობილიზაცია და 31-ში ივანიშვილის ჩამოშორება.“ - განაცხადა უგულავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42