ხელისფულებ ამომრჩევლების მოსყიდვას ითხოვს, "ოცნების" შტაბები და სხვადასვხა ობიექტები გაივსო სურსათ-სანოვაგე ტომრებით - გოგორიშვილი
პოლიტიკა - 13:03, 28 Oct, 2020     609
ევროპული საქართველოს გურიის მაჟორიტარობის კანდიდატი, ხათუნა გოგორიშვილი, ხელისუფლების მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვაზე საუბრობს.

გოგორიშვილის თქმით, გუშინ, ქართული ოცნების შტაბები და სხვადასვხა ობიექტები გაივსო სურსათ-სანოვაგე ტომრებით, რომელთაც ხელისუფლება დაურიგებს მოსახლეობას.

გოგორიშვილა აღნიშნა, რომ ეს არის პირდაპირი მოსყიდვა და სისხლის სამართლის დანაშაული.

„გუშინ, ღამე, ოზურგეთის სარიტუალო დარბაზის შენობაში ტომრებით იქნა შეტანილი სურსათ-სანოვაგე. ეს არ არის გამონაკლისი, ოცნების შტაბები და სხვადასხვა შენობები გუშინ ღამე მსგავსი ტომრებით გაივსო, იმისთვის, რომ დაიწყოს მოსყიდვა და ამომრჩევლისთვის დარიგება.

მინდა გითხრათ, რომ აღნიშნული სარიტუალო სახლის დირექტორმა, ნათია ღლონტმა განაცხადა, რომ ეს პროდუქტი განსაზღვრულია საბავშვო ბაღებისთვის და დღეს დილიდან საბავშვო ბაღები თავის კუთვნილ სანოვაგეს წაიღებენ. მას შემდეგ რაც დავუკავშრიდით ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს ოზურგეთში, მაკა ჭყონიას, მან განაცხადა, რომ არანაირ ბაღებს და ბაღების სააგენტოს აღნიშნულ პროდუქტებთან არ აქვს შეხება და საერთოდ წარმოადგენა არ აქვს რა პროდუქტებზეა საუბარი. როგორც ყველაფერში, ამაშიც უნიათოები არიან და ერთმანეთში მესიჯების შეთახმებასაც ვერ ახერხებენ ქართული ოცნების წარმომადგენლები.

ეს არის ერთი მაგალითი, რომელიც არის ასეულობით მთელი საქართველოს მასშტაბით, გუშინდელი ღამე და დღევანდელი ღამე ქართულ ოცნებას აქვს განსაზღვრული პროდუქტების მობილიზაციისთვის და შემდეგ მის დასარიგებლად, მაგრამ ვერანაირი მაკარონით, ვერანაირი ზეთით და ვერმიშელით ვერ გაანეიტრალებენ იმ რვა წლიან ჩაფლავებულ პოლიტიკას, რომელიც მათ ჰქონდათ ამ ხნის განმავლობაში. ვერც სიღარიბეს უშველიან 2 კილო მაკარონით, ვერც ფასებს შეცვლიან 1 ბოთლი ზეთით და ვერანაირად ვერ დაიმსახურებენ ქართველი ამომრჩევლის მხარდაჭერას.

ასე რომ შეწყვიტონ მოსყიდვა, ეს არის პირდაპირ სისხლის სამართლის დანაშაული და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ასეთი უკანონო ქმედებებით, როგორც ზეწოლით, ასევე მოსყიდვით, აპირებს ამომრჩეველზე ზეწოლას, ყველა მათგანს კანონის შესაბამისად მოეთხოვებათ პასუხი.“ -განაცხადა გოგორიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42