არჩევნები და საგარეო პოლიტიკა - რა უნდა ვიცოდეთ? - "საარჩევნო კომპასი - საქართველო“
პოლიტიკა - 09:30, 28 Oct, 2020     1570

არჩევნები და საგარეო პოლიტიკა - რა უნდა ვიცოდეთ?

- „საარჩევნო კომპასი - საქართველო“

https://kompasi.partiebi.ge

ლევან კახიშვილი[1]

არჩევნებში ხმის მიცემა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტია მოქალაქისთვის პოლიტიკურ პროცესებზე ირიბად გავლენის მოსახდენად. თუმცა 2020 წლის აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, გამოკითხულთა 59%-ს გადაწყვეტილი არ აქვს, ვის მისცემს ხმა. არასტაბილურ პოლიტიკურ გარემოში არჩევანის გაკეთება რთულია. კიდევ უფრო რთულია იმის გარკვევა, თუ რომელი საარჩევნო სუბიექტი რას პირდება ამომრჩეველს. სწორედ ასეთ დროს იზრდება ისეთი აპლიკაციების მნიშვნელობა, რომლებიც ამომრჩეველს ეხმარება პოლიტიკური პარტიების პოზიციების გარკვევაში სხვადასხვა მნიშვნელოვანი თემების გარშემო. მაგალითად, პროექტი „საარჩევნო კომპასი - საქართველო“ (https://kompasi.partiebi.ge) სწორედ ამ მიზანს ემსახურება და მოუწოდებს ამომრჩეველს შეისწავლოს თავისი და პარტიების პოზიციები.

არჩევნებში ხმის მიცემისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა საგარეო პოლიტიკაა. აგვისტოში გამოკითხულთა 15%-ისთვის საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხები ყველაზე მნიშვნელოვანია ხმის მიცემისას და უსწრებს ისეთ სფეროებს, როგორიცაა ჯანდაცვა ან განათლება.

ერთი შეხედვით, საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით პარტიების პოზიციები ერთმანეთისგან არ განსხვავდება, რადგან ქართველი პოლიტიკოსები ხშირად იმეორებენ, რომ საქართველოში საზოგადოებრივი კონსენსუსი არსებობს საგარეოპოლიტიკური ორიენტაციის შესახებ. თუმცა 2016 წლის არჩევნებში ამ მხრივ ცვლილებები მოხდა, როდესაც საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა სხვა პარტიებთან შედარებით პრორუსული პოზიციები დააფიქსირა საკუთარ წინასაარჩევნო პროგრამაში. მიმდინარე არჩევნებში პარტიების პოზიციები კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა.

„საარჩევნო კომპასის“ მონაცემების მიხედვით, შესაძლებელია, მეტი გავიგოთ ათი ძირითადი პარტიის პოზიციების შესახებ. ეს პარტიებია: ქართული ოცნება (ქო), გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია (ენმ), ევროპული საქართველო (ეს), სტრატეგია აღმაშენებელი (სა), ლეიბორისტული პარტია (ლპ), პატრიოტთა ალიანსი, გირჩი, ერთიანი საქართველო, ლელო, მოქალაქეები. ამ პარტიების შეხედულებები „საარჩევნო კომპასის“ ფარგლებში სამ ჯგუფად შეგვიძლია, დავყოთ.

პირველ და ყველაზე დიდ ჯგუფში თავსდება ხუთი პოლიტიკური პარტია: გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია, ევროპული საქართველო, გირჩი, მოქალაქეები და სტრატეგია აღმაშენებელი. ამ პარტიებს მიაჩნიათ, რომ (1) ევროინტეგრაცია ქართულ თვითმყოფადობას საფრთხეს არ უქმნის; (2) საქართველომ პროდასავლური კურსი უნდა შეინარჩუნოს მაშინაც, კი თუ ეს რუსეთთან ურთიერთობებს გააუარესებს; (3) საქართველომ არ უნდა გამოაცხადოს სამხედრო ნეიტრალიტეტი; (4) თბილისმა სოხუმთან და ცხინვალთან არ უნდა გააფორმოს ცეცხლის განუახლებლობის შესახებ ხელშეკრულება; (5) საქართველო უნდა გადავიდეს საკონტრაქტო სამხედრო სამსახურზე.

პარტიების მეორე ჯგუფი მოიცავს სამ პარტიას: ქართული ოცნება, ლეიბორისტული პარტია და ლელო. ეს ჯგუფი წინა ჯგუფის პოზიციებს იზიარებს პირველ ოთხ საკითხში, თუმცა მიიჩნევს, რომ საქართველომ უნდა შეინარჩუნოს სავალდებულო სამხედრო სამსახური. სწორედ ეს ერთი საკითხია, რაც პარტიების ამ ორ ჯგუფს ერთმანეთისგან განსახვავებს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში „საარჩევნო კომპასის“ მიხედვით.

ბოლოს, არის ორი პარტია, ერთიანი საქართველო და პატრიოტთა ალიანსი, რადგან მათი პოზიციები სრულად არ ემთხვევა არცერთი სხვა პარტიის პოზიციებს. მაგალითად, პატრიოტთა ალიანსი არცერთ საკითხში არ ეთანხმება პირველი ჯგუფის პარტიებს და მხოლოდ სავალდებულო სამხედრო სამსახურის შენარჩუნების მხრივ ემთხვევა მისი პოზიცია მეორე ჯგუფის პარტიების პოზიციას (ქართული ოცნება, ლეიბორისტული პარტია და ლელო). შედეგად, პატრიოტთა ალიანსს ყველაზე მეტი საერთო აქვს ერთიან საქართველოსთან (ნინო ბურძანაძის პარტია), რომელის პოზიციებსაც ორ საკითხში ეთანხმება პროდასავლური კურსის პოტენციური გადახედვისა და სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადების თვალსაზრისით.

რაც შეეხება ერთიან საქართველოს (ნინო ბურძანაძის პარტია), ის ორ საკითხში იზიარებს მეორე ჯგუფის პარტიებს (ქართული ოცნება, ლეიბორისტული პარტია და ლელო) და მიიჩნევს, რომ ევროინტეგრაცია საფრთხეს არ შეიცავს და ცეცხლის განუახლებლობის შესახებ ხელშეკრულება სოხუმთან და ცხინვალთან არ უნდა გაფორმდეს. ამასთა, ბურჯანაძის პარტია, როგორც პირველი ჯგუფის პარტიები, მიიჩნევს, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური უნდა გაქუმდეს. შესაბამისად, პატრიოტთა ალიანსი და ერთიანი საქართველო იმ ორ პარტიას წარმოადგენს, რომლებიც თავიანთი პოზიციებით დანარჩენი პარტიებსიგან ყველაზე მეტად გამოირჩევიან

საბოლოო ჯამში, „სააჩევნო კომპასი - საქართველოს“ მეშვეობით, შესაძლებელია პარტიების პოზიციებისა და ასევე საკუთარი პოზიციების უკეთესად გარკვევა. თუმცა პარტიები მხოლოდ საგარეო პოლიტიკური დაპირებებით არ შემოიფარგლებიან და სხვა ისეთ სფეროებშიც განსხვავდება მათი პოზიციები, როგორიცაა ეკონომიკა, ჯანდაცვა, განათლება, მართლმსაჯულება და სხვა. შესაბამისად, მნიშნელოვანია, ამომრჩეველმა ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს საარჩევნო ყუთთან და იცოდეს, რა მოლოდინი ჰქონდეს მის მიერ არჩეული ახალი მთავრობისგან, რათა უკეთესად მოხდეს ხელისუფლების ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა.


[1] ლევან კახიშვილი არის „საარჩევნო კომპასი - საქართველოს“ აკადემიური და კოდირების გუნდის წევრი, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) პოლიტიკის ანალიტიკოსი და ბამბერგის უნივერსიტეტის დოქტორანტი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42