"იმდენად "აჭრილები" არიან, ერთმანეთს სცემენ, მიმდინარეობს დაშავებულების დამუშავება, რომ ყველაფერი ენმ-ს დააბრალონ" - შაშკინის საგანგებო განცხადება
პოლიტიკა - 11:52, 28 Oct, 2020     852
„ნაციონალური მოძრაობა“ გაერთიანებული ოპოზიცია არ აპირებს არანაირ ძალადობას, ჩვენ არ ვართ დაკავებული მსგავსი ქმედებებით" - აღანიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე დიმიტრი შაშკინმა ისაუბრა.

"გუშინ ბოლნისის რაიონში კიდევ ერი ძალადობის ფაქტი მოხდა. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ „ქართული ოცნების“ აქტივისტები მოხვდნენ ავარიაში, სამწუხაროდ მოხდა ტრაგედია, ერთი ახალგაზრდა ბიჭი დაიღუპა. ავარიის ადგილზე, ადგილობრივ მოსახლეობასთან მოხდა შელაპარაკება და ნაცემი არის ერთი პირივნება მამიკ ვაირამოვი.

აღნიშნულმა პიროვნებამ იქვე მისცა ჩვენება, რომ არის ნაცემი „ქართული ოცნების“ აქტივისტების მიერ, იდენტიფიცირებული იყო ყველა მოძალადე, თუმცა იმის ნაცვლად, რომ სამართალდამცავებს რეაგირება მოეხდინათ ამ ძალადობის ფაქტზე, ამ ადამიანზე მოხდა ზეწოლა.

ჩვენი ინფორმაციით, შსს და სუსი ცდილობს, რომ „დაამუშავონ“ ეს ადამიანი, რომ ხელი დაადოს ნაციონალურ მოძრაობას. „ქართული ოცნების“ ადგილობრივმა თავჯდომარემ უკვე გააკეთა განცხადება, თურმე ჩვენ ვცემეთ. კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი,მ „ნაციონალური მოძრაობა“ გაერთიანებული ოპოზიცია არ აპირებს არანაირ ძალადობას, ჩვენ არ ვართ დაკავებული მსგავსი ქმედებებით. ჩვენ არჩევნები გვაქვს მოგებული. „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები წააგო მაშინ, როცა შექმნა ბანდები, რომლებიც ძალადობენ მოსახლეობაზე, ძარცვავენ და იპარავენ.

კიდევ ერთხელ მინდა მივმართო შინაგან საქმეთა სამინისტროს, არსებობს ამ ადამიანის ჩვენება, რომელიც კამერებით არის ჩაწერილი, არსებობს უამრავი მოწმის ჩვენება, რომელიც დეტალურად ასახავს რა მოხდა, როგორ ცემეს ეს ადამიანი. მინდა ვთხოვო შინაგან საქმეთა სამინისტროს, მიიღეთ ზომები, ვუიმეორებ, ყველაფერი მიდის ძალიან დიდი ტრაგედიისკენ. „ქართული ოცნება“ არამარტო ცემს ადგილობრივ მოსახლეობას,ბოლნისში, დმანისში. თეთრიწყაროში და წალკაში თარეშობს ბანდა, რომელსაც ხელმძღვანელობს გოგი მეშველიანის ძმა, რომელიც ცემს და აშინებს მოსახლეობას და მასწავლებლებს . ერთი კვირის წინ ერთმანეთს ესროლეს და არცერთი ადამიანი არ არის დაკავებული. თქვენს კოლეგას პირდაპირ ეთერში დაემუქრნენ თავის მოჭრით და არც ერთი ადამიანი არ არის დასჯილი. ეს ხალხი ესვრის ერთმანეთს, ატერორებს მოსახლეობას და თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო არ მიიღებს ზომებს ჩვენ შეიძლება მივიდეთ ძალიან დიდ ტრაგედიამდე. აქვე მინდა გითხრათ, რომ ძალადობის ფაქტები უკვე გადადის სხვა რაიონებზე, მაგალითად, ახალქალაქში „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა ცემეს „ქართული ოცნების“ კანდიდატი, ანუ იმდენად აჭირილები არიან, რომ ერთმანეთს ცემენ. მოსახლეობამ რა დააშავა, რომელიც ამ ყველაგერს უყურეს, ამისთვის არსებობს შინაგან საქმეთა სამინისტრო რომელმაც უნდა მიიღოს ზომები." - აცხადებს შაშკინი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42