ოცნების მიერ რამდენიმე ათეული ლარის დარიგება მოსახლეობისთვის და ამის იმედად ყოფნა, რომ ხელისუფლებას შეინარჩუნებენ, არის ზღაპარი - კაპანაძე
პოლიტიკა - 11:35, 28 Oct, 2020     474

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, ხელისუფლების მხრიდან ამომრჩევლის ზეწოლასა და მოსყიდვას ეხმაურება.

კაპანაძის თქმით, ხელისუფლება ამგვარ ხერხებს იყენებდა ყველა სხვა არჩევნებზე, თუმცა ყოველწლიურად მათი რეიტინგი მცირდებოდა. კაპანაძემ აღნიშნა, რომ ამომრჩევლის მოსყიდვა და ზეწოლა ვერ უშველის ქართულ ოცნებას, რომ შეინარჩუნოს ხელისუფლება და ქვეყანაში მოხდება გარდამტეხი ცვლილებები.

”ამ არჩევნებზე, ისევე როგორც ადრე, ქართული ოცნება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა არალეგიტიმურ ინსტრუმენტს, როგორიც არის ბიუროკრატიული, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ზეწოლა, ამომრჩევლის მოსყიდვა, ისინი აშანტაჟებენ მასწავლებლებს, ბაღის აღმზრდელებს, საჯარო მოხელეებს, ოღონდ ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ ყოველ არჩევნებზე, 2016 წლიდან მოყოლებული, ის იღებს უფრო ნაკლებ ხმას.

ფაქტია, რომ ეს ყველა ინსტრუმენტი ჯამში არ მუშაობს. ეხლა ჩვენი ყველას ამოცანა არის, რომ ქართულმა ოცნება მიიღოს 30-40%-მდე, რათა გადავიდეს ოპოზიციაში. ეს არის სავსებით მიღწევადი ამოცანა, ყველა კვლევა აჩვენებს, რომ მათი მხარდაჭერა არის შემცირებული, რაც არის ახსნადი, იმიტომ, რომ მათ ჩააფლავეს რეაქცია ეკონომიკუირ კრიზისზე, ჩააფლავეს რეაქცია კორონაზე, კრიმინალზე, ანუ ყველა მიმართულებით არიან ხელმოცარულები.

ამიტომ, მათ მიერ რამდენიმე ათეული ლარის დარიგება მოსახლეობისთვის და იმის იმედად ყოფნა, რომ ამის გამო გადარჩებიან და ხელისუფლებას შეინარჩუნებენ, არის ზღაპარი. ისინი ყველა შემთხვევაში დამარცხდებიან და ამ არჩევნების შემდეგ მოხდება ახალ ეტაპზე გადასვლა, დაიწყება გარდამტეხი ცვლილებები და ქართული ოცნება გადავა ოპოზიციაში, ხოლო ის პრობლემები, როგორიცაა ეკონომიკური კრიზისი, პანდემიასთან დაკავშირებული ბრძოლა, ეს ყველაფერი იქნება მოგვარებული აუცილებლად.“ - განაცხადა კაპანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42