"ხელისუფლებამ მთელ მსოფლიოს აჩვენა, როგორ აპირებს არჩევნების ჩატარებას". – ასე გამოეხმაურა ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილიცესკოსთან პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლების დაკავებას.
"გადაასწრო ლუკაშენკოს, ლუკაშენკომ მოწინააღმდეგეთა დაჭერა, დაპატიმრება, ცემა, დაზიანება დაიწყო არჩევნების შემდეგ და ივანიშვილმა არჩევნებამდე 4-5 დღით ადრე. ეს ერთი მხრივ კარგია, გაიგო მსოფლიომ, ვისთან გვაქვს საქმე.
ნაცვლად იმისა, ჩვენი პოლიციის შესანიშნავი წარმომადგენლები დაკავებულები იყვნენ დამნაშავეთა დაძებნით, მოქალაქეების უსაფრთხოებით, კრიმინალთან ბრძოლით, მათ აცდენენ პოლიტიკურ ამბებზე და ამორიგევებენ ამ გაყალბების ცენტრალურ ორგანოსთან, რომლისგანაც, თუ ისე გააგრძელეს, როგორც აპირებენ და რაც დღეს ქნეს, არაფერი აღარ დარჩება ხალხის რისხვის შედეგად". – განაცხადა ნათელაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






