ვერავინ ვერასდროს შეძლო ახალგაზრდების შეჩერება შეეცვალათ ის, რისი შეცვლაც გარდაუვალია - ვახტანგაძე
პოლიტიკა - 23:16, 27 Oct, 2020     1141

ევროპულმა საქართველომ დღეს, თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, მოსახლეობასთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.

ევროპული საქართველოს ახალგზარდა სპიკერის, თათია ვახტანგაძის თქმით, 31 ოქტომბრის არჩევნები არის არჩევანი ერთ ადგილზე დგომასა და ცვლილებას შორის, წარსულსა და მომავალს შორის, ხოლო ეს არჩევანი ვერ გაკეთდება ახალგაზრდების გარეშე.

ვახტანგაძემ აღნიშნა, რომ ვერასდროს ვერავინ ვერ შეძლო ახალგზარდების ხმის ჩახშობა და ახლაც, 31 ოქტომბერს, ახალგზარდები დაუჭერენ მხარს გარდამტეხ ცვლილებებს.

„ჩვენ ვუახლოვდებით ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტს საქართველოს ისტორიაში. 31 ოქტომბერს უნდა გავაკეთოთ არჩევანი ერთ ადგილზე დგომასა და ცვლილებას შორის, წარსულსა და მომავალს შორის, საბჭოთა საქართველოსა და თავისუფალ საქართველოს შორის. ეს არჩევანი ვერ გაკეთდება ჩვენი თაობის გარეშე.

ხშირად გვეუბნებიან ახალგაზრდებს, რომ ჩვენ უნდა ავაშენოთ ქვეყნის მომავალი და სწორედ ახლა იწყება თავისუფალი მომავლის შენება! ისინი ცდილობენ ჩვენი ხმის ჩახშობას, მაგრამ ვერავინ ვერასდროს ვერ შეძლო ახალგაზრდების შეჩერება შეეცვალათ ის, რისი შეცვლაც გარდაუვალია, რისი შეცვლაც ჩვენი ვალდებულებაა და ახლა სწორედ ამ მომენტის წინაშე ვდგავართ.

ჩვენ ვალდებული ვართ, შევცვალოთ და დავიწყოთ თავისუფალი მომავლის შენება! ჩვენი ვალია, მხარი დავუჭიროთ გარდამტეხ ცვლილებებს და წავიდეთ სწორი მიმართულებით. ჩვენ დავწერთ ისტორიას 31 ოქტომბერს.“ - განაცხადა ვახტანგაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42