ევროპულმა საქართელომ დღეს, თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე მოსახლეობასთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.
ევროპული საქართველოს რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატის, ირმა ნადირაშვილის თქმით, მხოლოდ 3 დღე დაღცა გამოცხადებული დამარცხების ქრონიკის ოფიციალურად გასაფორმებლად.
ნადირაშილმა აღნიშნა, რომ სწორედ მრავალპარტიული, კოალიციური მთავრობა მოუტანს ქვეყანას გარდამტეხ ცვლილებებს.
„ჩემი რწმენა დღეს არის ძალიან მყარი. მე დარწმუნებული ვარ, რომ 3 დღეში ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობას გავატანთ წყალს. ჩვენ დაგვრჩა ერთი რამ, რომ წინასწარ გამოცხადებული დამარცხების ქრონიკა 3 დღეში ოფიციალურად გავაფორმოთ. ეს არის ჩვენი ვალი და ამას ჩვენ ყველა ერთად გავაკეთებთ.
ჩვენ საქართველოში უნდა დავასრულოთ ის ვითარება, როდესაც ადამიანების უბედურების ხარჯკზე კეთდება ფული და მე შეგახსენებთ, რომ პანდემიაც კი ოცნებამ გამოიყენა იმისთვის, რომ ჯიბეები გაესქელებინათ და საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთის ესაუბრათ.
ჩვენ გვჭირდება მრავალპარტიული პარლამენტი, კოალიციუირ მთავრობა და ვიბრძვით ამისთვის. უნდა დასრულდეს საქართველოში ვითარება, როდესაც ერთი კაცის ჩექმის ქვეშ ხდება ყველაფერი, როდესაც ყველა ორგანო არის პოლიტური იარაღი.
მჯერა, რომ ქართველი ხალხი მხარს დაუჭერს განვითარებას და ევროპულ საქართველოს, და 3 დღეში ერთად აუცილებალდ დავამარცხებთ ბიძინა ივანიშვილს.“ - განაცხადა ნადირაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






