ხალხის ოცნება იყო მეტი თავისუფლება და მივიღეთ სუს-ი, ყველგან სუს-ი და მარტო სუს-ი - უგულავა
პოლიტიკა - 23:08, 27 Oct, 2020     958

ევროპულმა საქართველომ დღეს, თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე მოსახლეობასთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.

ევროპული საქართველოს ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატის, გიგი უგულავას თქმით, მაშინ როდესაც მთელი ქვეყანა ტერორისტს ეძებს, მთავარი ტერორისტი, ბიძინა ივანიშვილი სახლში ზის და ხალხს დასცინის.

უგუალავამ აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი 31 ოქტომბერს აუცილებლად მოიტანს ქვეყანაში გარდამტეხ ცვლილებებს.

„დღეს, როდესაც მთელი ქვეყანა ტერორისტს დასდევს, მთავარი ტერორისტი აგერ, სულ რაღაც ერთ კილომეტრში ზის და დაცინის თავის ხალხს. დაცინის უკვე 8 წელიწადია, დაცინის და აბუჩად იგდებს და თან სიბინძურის ნიაღვარი მოდის მისგან.

ეს ყველაფერი დასრულდება 31 ოქტომბერს, რადგან ჩვენ აღარ ავიტანთ ჭაობში ყოფნას. ჩვენი ხალხის ოცნება იყო მეტი თავისუფლება და მივიღეთ სუს-ი, ყველგან სუს-ი და მარტო სუს-ი. პენსიონერის ოცნება იყო უკეთესი სიბერე, მაგრამ მივიღეთ მხოლოდ 3 დოლარით გაზრდილი პენსია, ჩვენი ხალხის ოცნება იყო უკეთესი სასამართლო, მაგრამ მივიღეთ მონსტრების კორპორაცია და ამ ყველაფერზე პასუხს აგებს ივანიშვილი და მარტო ივანიშვილი.

დღეს, როდესაც ადამიანი ამბობს მშია, პასუხია დენდროპარკი, როდესაც ადამიანი ამბობს მწყურია, პასუხია დენდროპარკი, როდესაც ადამიანი იტყვის, რომ პენსია არ მყოფნის, პასუხია კვლავ დენდროპარკი. საქართველოში ვართ მეგობრებო, ქვეყანაში, რომელიც ერთი დიდი დენდროპარკია, ჩვენ ვართ ამ ოაზისში, მაგრამ გვყავს მარტო მშიერი ადამიანი და მდიდარი მთავრობა და ეს მდიდარი მთავრობა წავა აუცილებლად.

ყველა გარდამტეხ ცვლილებას, ყველა ეპოქალურ ცვლილებას სჭირდება გუნდი, ევროპული საქართველო არის ის გუნდი, რომელსაც შეუძლია თავის პარტნიორებთან ერთად წინ წაწიოს ქვეყანა. ევროპულ საქართველოს აქვს სწორი გეგმა როგორ ვმართოთ პანდემია. ეს არის გუნდი, რომელსაც აქვს ცოდნაც, გამოცდილებაც, ისწავლა შეცდომებზეც და ეს არის გუნდი, რომელსაც შეუძლია წინ წაიყვანის საქართველო.“ - განაცხადა უგულავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42