სწორედ მრავალი ერთი ხმა შექმნის იმ ძალას, რომელიც შეძლებს ამ არჩევნებზე გარდამტეხი ცვლილებების მოტანას - შავგულიძე
პოლიტიკა - 23:05, 27 Oct, 2020     1103

ევროპულმა საქართველომ დღეს, თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, მოსახლეობასთან შემაჯამებელი შეხვდერა გამართა.

ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატის მთაწმინიდსა და კრწანისის ოლქში, შალვა შავგულიძის თქმით, 31 ოქტომბერს უმნიშვნელოვანესია არჩევნებზე მისვლა, რადგან ყოველი მოქალაქის ხმა ერთად მოიტანს გარდამტეხ ცვლილებებს.

„ძალიან არ უნდოდა ივანიშვილს, რომ საქართველოს დასავლური ოპოზიციური პოლიტიკური ძალები ერთიანი ფრონტით გამოსულიყვნენ მისი პრორუსული მმართველობის წინააღმდეგ. ერთხმად გაიძახოდა ივანიშვილი და მისი გუნდი, რომ ოპოზიცია ვერანაირ შეთანხმებას ვერ მიაღწევდა, მაგრამ ეს შეთანხმება შედგა და დღეს ოპოზიციის მრავალპარტიული შემადგენლობა ერთიანი ძალისხმევით აპირებს ივანიშვილის დამარცხებას.

სულ ახლოსაა გამარჯვება და გარდამტეხი ცვლილებები. მინდა მივმართო ჩვენს მოქალაქეებს, ამომრჩეველს, რომ ამ გამარჯვების და ამ ცვლილებების გასაღები ჩვენს აქტიურობაშია, არცერთი ჩვენგანი არ უნდა დავრჩეთ 31 ოქტომბერს სახლში, ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე და საკუთარი ერთი ხმით გავაძლიეროთ საერთო გამარჯვება. უნდა გვახსოვდეს, რომ სწორედ მრავალი ერთი ხმა შექმნის იმ ძალას, რომელიც შეძლებს ამ არჩევნებზე გარდამტეხი ცვლილებების მოტანას.

მჯერა, რომ ახალი, მრავალპარტიული ხელისუფლების შემადგენლობაში ევროპული საქართველოს შეასრულებს მის უმნიშვნელოვანეს და ერთ -ერთ წამყვან როლს საქართველოს დასავლური, ცივილიზებული მომავლის უზრუნველსაყოფად.“ - განაცხადა შავგულიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42