ერთპიროვნული მმართველობა არის საწინდარი ყველა იმ შეცდომისა თუ დანაშაულის, რაც ჩვენ 30 წლის განმავლობაში დაგვიშვია - ხოშტარია
პოლიტიკა - 23:01, 27 Oct, 2020     1388

ევროპულმა საქართველოსმ დღეს, თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, მოსახლეობასთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.

ევროპული საქართველოს ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატის, ელენე ხოშტარიას თქმით, 31 ოქტომბერი იქნება თითოეული მოქალაქის გამარჯვების დღე. ხოშტარიამ აღნიშნა, რომ ივანიშვილის ყველანაირ იარაღზე ძლიერი ქართველი ამომრჩეველია.

„31 ოქტობერს ეს ბრძოლა დამთავრდება გამარჯვებით. გამარჯვებით, რომელიც გვჭირდება არა ჩვენ, არამედ სჭირდება ჩვენ ქვეყანას, ჩვენ ხალხს, იმ დაჩაგრულ ადამიანებს, დაჩაგრულს სიღარიბისგან, დაჩაგრულს პირდაპირი გაგებით, რომლებიც გამოკეტილნი არიან ციხეში, დაჩაგრულებს იმიტომ, რომ მათ მიმართა იძალადა ხელისუფლებამ, დაჩაგრულებს იმიტომ, რომ მათ მოუკლეს იმედი და სწორედ ამ ადამიანების გამარჯვების დღე იქნება 31 ოქტომბერი და ვერავინ ამ გამარჯვებას ვერ წაგვართმევს.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ იმისთვის, რომ ჩვენ, თავისუფალ მოქალაქეებს, გვქონოდა თავისუფალი არჩევნები და არჩევნების გზით განგვესაზღვრა ჩვენი მომავალი, ამას ძალიან ბევრი თაობა შეეწირა. ბევრი თაობა შეეწირა იმას, რომ დიახაც, საარჩევნო ყუთში წყდებოდეს ჩვენი ქვეყნის ბედი, ამიტომ, დღეს, ყველა მოქალაქე ვართ პასუხისმგებლები ჩვენი მომავლის, მაგრამ ამავდროუალდ, იმ დაღუპული ადამიანების წინასე, რომ მივიდეთ და განვსაზღროთ ჩვენი ქვეყნის მომავალი, გამოვუტანოთ განაჩენი იმ ხელისუფლებას, რომელიც ემსახურება ერთ მილიარდერ, კორუმპირებულ, მოძალადე, უსამართლო ადამიანს, ბიძინა ივანიშვილს და ვუთხრათ, რომ არ არსებობს ქართველ ხალხზე უფრო ძლიერი, რამდენი ფულიც არ უნდა გქონდეს, რამდენი იარაღიც არ უნდა გქონდეს, რამდენი თვალიც არ უნდა დათხარო, არ არსებობს ქართველ მოქალაქზე უფრო ძლიერი რამ.

ამ არჩევნებით, განაჩენის გარდა, რომელსაც მიიღებს ქართული ოცნება, ჩვენ წარსულში უნდა დავტოვოთ ერთპიროვნული მმართველობა, რადგან ერთპიროვნული მმართველობა არის საწინდარი ყველა იმ შეცდომისა თუ დანაშაულის, რაც ჩვენ 30 წლის განმავლობაში დაგვიშვია.

ეს პარლამენტი იქნება ზუსტად ისეთი, როგორიც ჩვენ მოქალაქეებს სურთ, ისეთი მრავალფეროვანი, როგორიც ჩვენი საზოგადოებაა და სწორედ ამ მრავალფეროვნებით, ჩვენ ერთმანეთთან კონკურენციაში, იდეების ჭიდილში, ყველა აქ მდგომი პოლიტიკოსი ვიქნებით ვალდებული, რომ ვემსახუროთ ხალხს.“ - გამაცხადა ხოშტარიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42