ევროპულმა საქართველოსმ დღეს რესპუბლიკის მოედანზე მოსახლეობასთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ პარტიის ლიდერები დავით ბაქრაძე, გიგი უგულავა, ელენე ხოშტარია, გიგი წერეთელი, სერგი კაპანაძე, ხათუნა გოგორიშვილი, ირმა ნადირაშილი, შალვა შავგულიძე, ნინო გოგუაძე.
ბაქრაძის თქმით, ქვეყანაში არსებული კრიზისი და ჭაობი, რომელიც მოიტანა ივანიშვილის ხელისუფლებამ, აუცილებლად დასრულდება 31 ოქტომბერს გარდამტეხი ცვლილებებით.
„ქვეყანაში დაგვიბრუნდა კრიმინალი და ქაოსი - როდესაც ერთმა ავტომატიანმა ადამიანმა შესაძლოა მთელი სახელმწიფო სისტემა დაამარცხოს და თავის ჭკუაზე ატაროს - ეს არის დღევანდელი საქართველო და სწორედ ამ საქართველოს სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები და „ევროპული საქართველო.
ხალხს აღარ უნდა ის, რაც ქვეყანაში ხდება ბოლო წლების განმავლობაში, ხალხს აღარ უნდა უკუსვლა, აღარ უნდა გაჭირვება და სიღარიბე, აღარ უნდა უმუშევრობა, უიმედობა, აღარ უნდა მუდმივი დაზაფვრა და პრობლემები ხელისუფლების მხრიდან. საზოგადეობას და ქვეყანას სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები და ჩვენ „ევროპული საქართველო“ - ნომერი 2, ვართ ის გუნდი, რომელიც მოიტანს ამ გარდამტეხ ცვლილებებს.
31 ოქტომბერი არ არის რიგითი დღე, ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები, როცა ადმიანებს აქვთ ფუფუნება აირჩიონ სხვადასხვა არჩევანს შორის, ეს არის გადამწყვეტი არჩევანის დღე, როდესაც წყდება არა პოლიტიკოსების ბედი, არამედ ხალხის ბედი. ეს არის დღე, რომელმაც წერტილი უნდა დაუსვას უკუსვლას, გაჭირვებას და სიღარიბეს, წერტილი უნდა დაუსვას უიმედობას და უპერსპექტივობას, ათი ათასობით ადამიანის უცხოეთში წასვლას ლუკმა პურის საშოვნელად, წერტილი უნდა დაუსვას ხელისუფლებას, რომელმაც ჩამოშალა ინსტიტუტები და დააბრუნა ქვეყანაში კრიმინალი. 31 ოქტომბერს არჩევანი არის სიბნელეს და სინათლეს, განვითარებასა და უკუსვლას, გარდამტეხ ცვლილებებს და ჭაობს შორის“, - განაცხადა ბაქრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






