პირველი რიგის ამოცანაა, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ განცდა, რომ მათ სახელმწიფო მიხედავს საჭიროების შემთხვევაში - ჭიაბერაშვილი
პოლიტიკა - 19:42, 27 Oct, 2020     723

ევროპული საქართველოს წევრის, ზურაბ ჭიაბერაშილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქე გრძნობდეს მუდმივ მხარდაჭერას სახწლმწიფოს მხრიდან.

ჭიაბერაშილმა აღნიშნა, რომ ამისათვის საჭიროა დაინერგოს ერთი ზარის პირნციპი, როდესაც 112-ზე დარეკვისას მოქალაქე მიიღებს ოჯახის ექიმის კონსულტაციას. ჭიაბერაშვილის თქმით, საჭიროა სწრაფი ტესტების სიტემის აწყობა და ჰოსპიტალური რესურის მუდმივი ზრდა.

ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, მომავალი კოალიციური მთავრობა სწორედ ამ მიმართულებით იმუშავებს, რათა მოხდეს კრიზისის ეფექტური მართვა.

პირველი რიგის ამოცანაა, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ განცდა, რომ მათ სახელმწიფო მიხედავს საჭიროების შემთხვევაში, ამიტომ, ამისთვის სააჭიროა, რომ:

· ჩვენ უპრობლემოდ უნდა ვრეკავდეთ 112-ზე, უპრობლემოდ უნდა ვიღებდეთ ოჯახის ექიმის კონსულტაციას და უნდა დაინერგოს ერთი ზარის პრინციპი, როდესაც 112-ზე დარეკვით ჩვენ შეგვიძლია გადაგვამისამართონ და მივიღოთ დაუყონებლივ ოჯახის ექიმის კონსულტაცია.

· ასაწყობია სწრაფი ტესტირების სისტემა, რათა ადამიანებმა სწრაფად გაიგონ აქვთ თუ არა კოვიდი, მითუმეტეს მოდის სეზონური გრიპიც და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ მუდმივად ვზარდოთ რესურსი ჰოსპიტალის მიმართულებით, იმიტომ, რომ როცა იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა, ბუნებრივია იზრდება იმ პაციენტთა რაოდენობა, ვისაც ინტენსიური საწოლი სჭირდება.

ამიტომ, ამ ჯაჭვის სრულფასოვნად აწყობა არის მთავრობის პასუხისმგებლობა, ოღონდ ეს მთავრობა არაფრის გამკეთებელი არ არის, მომდევნო კოალიციური მთავრობა, არჩევნებისა და გარდამტეხი ცვლილებების შემდეგ, ბუნებრივია ზუსტად ამ მიმართულებით გააგრძელებს მუშაობას, რომ მოქალაქე გრძნობდეს ყოველწამიერ თანადგომას სახელმწიფოს მხრიდან.” - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42