მუდმივი, გაუთავებელი, წარუმატებელი ექსპერიმენტების სერია იყო ჩვენს რეგიონში და ახლაც ასე გრძელდება - ახვლედიანი
პოლიტიკა - 19:39, 27 Oct, 2020     779

ევროპული საქართველოს ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატის, არმაზ ახვლედიანის თქმით, აჭარაში მუდმივი, გაუთავებელი ექსპერიმენტების სერია იყო და ახლაც ასე გრძლედება, ამის მიზეზი კი ის არის, რომ ხალხი არასდრის ირჩევდა თვითონ, თუ ვის უნდა ემართა ბათუმი და როგორც ახვლედიანი აღნიშნავს, ყოველთვის სხვის მიერ დანშნული პიროვნება მართავდა ბათუმს.

ახვლედიანმა აღნიშნა, რომ ერთადერთი გზა, რომ დამთავრდეს წარუმატებელი ექსერიმენტების სერია, ეს არის 31 ოქტომბერი, ხალხის მისვლა არჩევნებზე და საპარლამენტო კანდიდატებთან ერთად განთლებული და პრინციპული ადამიანების არჩევა აჭარის უმაღლეს საბჭოში.

”ბათუმი ასე მკაფიოდ, ბათუმური ცხოვრებით, აჭარა, როგორც საქართველოს მნიშვნელოვანი რეგიონი, მახსოვს 1988 წლიდან. ხომ წარმოგიდგენიათ, რა პერიოდია – იცვლება სისტემა. მას შემდეგ ვერ ვიხსენებ ვერც ერთ დროს, ვერც ერთ მმართველობას, რომ ჩვენ, აქაურებს, გვეთქვა, „ავირჩიეთ ჩვენი მთავრობა, ჩვენი ხელისუფლება, ჩვენთვის რომ ზრუნავს, ისეთი“.

მუდმივი, გაუთავებელი, წარუმატებელი ექსპერიმენტების სერია იყო ჩვენს რეგიონში და ახლაც გრძელდება. რატომ? ერთადერთი მიზეზი, ჩემი აზრით, ჩემი დაკვირვებით, სწორედ ისაა, რომ ვერასდროს, ვერასდროს მოხერხდა, რომ აქაურებმა კი არ მივიღოთ ვიღაცის ან ვიღაცების დანიშნული, არამედ ჩვენ თვითონ გადავწყვიტოთ, ვინ უნდა მართოს ბათუმი, ვინ უნდა იყოს აჭარის საკანონმდებლო ორგანოში.

სწორედ ამიტომ, უნდა შეგახსენოთ, ძვირფასო მეგობრებო, რომ 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებთან ერთად არის უმნიშვნელოვანესი დღე აჭარისთვის – ჩვენ ვირჩევთ აჭარის უმაღლეს საბჭოს. ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა გავამწესოთ აჭარის უმაღლეს საბჭოში განათლებული, პრინციპული, ამ მხარის და მთელი ჩვენი კუთხის მოსიყვარულე ადამიანები. ეს არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ დასრულდეს წარუმატებელი ექსპერიმენტების სერია აჭარაში.“ - განაცხადა ახვლედიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42