პრემიერმინისტრ გახარიას განაცხადებით, ოპოზიციის ნაწილი ყველაფერს აკეთებს, რათა სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოშალოს.
გახარიას თქმით, ოპოზიცია დარტყმის ქვეშ აყენებს ექიმებს, პოლიციასა და ჯარს.
"ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ოცნებობს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოიშალოს, მაგრამ ეს უბრალოდ მიუღწევადია, ვერ მიაღწევენ. ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი ენერგიას არ იშურებს, რომ დარტყმის ქვეშ დააყენოს ეპიდემიოლოგები და ექიმები, რომლებიც ბრძოლის წინა ხაზზე არიან. პარალელურად, იგივე დარტყმას დღეს აყენებენ პოლიციას, პარალელურად იგივე დარტყმას აყენებენ ჯარს. თქვენ რა გგონიათ, რომ ექიმები არ ცდებიან? ან პოლიციელები არ ცდებიან? ან მე არ ვცდები? ჩვენი საერთო მიზანი უნდა იყოს ამ ქვეყნის ინსტიტუტების გაძლიერება, ინსტიტუტების, რომლებიც ჩვენზე ზრუნავენ. ეს ის ექიმები, პოლიციელები და სამხედროები არიან, რომლებიც პირველ რიგში, ჩვენს ამომრჩეველს იცავს", - აღნიშნა გახარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






